პიკაპი, ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ჯასტინ გეიჯიმ ახსნა, რატომ არ მიიღო არმან ცარუკიანის საჩუქარი

UFC-ის მსუბუქი წონის გამორჩეულ მებრძოლებს, ჯასტინ გეიჯისა და არმან ცარუკიანს შორის ოქტაგონს გარეთ დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად მიზეზი... საჩუქარია, რომელიც ამერიკელმა არ მიიღო.

რა მოხდა?

UFC Freedom 250-ზე ილია თოფურიასთან მოგებული ბრძოლის შემდეგ, არმან ცარუკიანს სურდა, გეიჯისთვის საჩუქრად პიკაპი ეყიდა. თუმცა გეიჯიმ საჩუქარზე უარი თქვა, რამაც ცარუკიანის გაღიზიანება გამოიწვია. დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში გეიჯიმ საბოლოოდ ახსნა, თუ რატომ არ მიიღო სომეხი მებრძოლის ნაჩუქარი მანქანა:

მე გავუგზავნე მას კონკრეტული მოდელი, რომელიც მინდოდა. მან კი ის არ იყიდა და რაღაც იაფიანი სატვირთო გამომიგზავნა“, — განაცხადა მსუბუქი წონის ახალმა ჩემპიონმა.

მანამდე ჯო როგანთან პოდკასტში გეიჯი უფრო პრინციპულ მიზეზზე საუბრობდა და ამბობდა, რომ სხვა მებრძოლის ნაჩუქარი მანქანით სიარული მის ხასიათში არ ჯდებოდა:

„შანსი არაა არმანისგან მანქანა ავიღო. ყოველდღე იმ პიკაპით ხომ ვერ ვივლი, რომელიც სხვა ტიპმა მიყიდა? ნიძლავიც კი არ დაგვიდია, მას ჩემი ვალი არ აქვს.“

ცარუკიანმა კი გეიჯის უარს საკმაოდ უხეშად უპასუხა: "თუ არ უნდა, ჯანდაბას, არც იმსახურებს. ვიდეოს რომ ვუყურე, შოკში ვიყავი." ორ მებრძოლს შორის ქიშპობა ოქტაგონს გარეთაც გრძელდება — როგორც ჩანს, მათ შორის საბოლოო წერტილი მაინც რვაკუთხედში დაისმება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები