იუთუბერი, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ იქსი, ეს იუ ვი
Aa
Aa

იუთუბერმა Tesla Model X-ს უგზოობის გამოცდა მოუწყო და შედეგით აღფრთოვანებული დარჩა

Tesla Model X Plaid ცნობილია თავისი გიჟური აჩქარებით, კომფორტითა და ტექნოლოგიებით, თუმცა მისი მთებში წაყვანა და ექსტრემალურ უგზოობაზე გამოცდა სულ სხვა გამოწვევაა. იუთუბერმა Tesla Camper-მა, გადაწყვიტა შეემოწმებინა, თუ რისი უნარი აქვს 1020 ცხენისძალიან ელექტრო SUV-ს და მას 5 სერიოზული გამოცდა მოუწყო.

პირველივე გამოწვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა: ციცაბო, სრიალა ზედაპირი და განიერი თვლების ბაზა, რაც ფსკერის დაზიანების რისკს ზრდიდა. ჯოელმა Model X-ის პნევმატური საკიდარი მაქსიმალურ სიმაღლეზე ასწია და აღმართი წარმატებით დაძლია.

შემდეგი აღმართი კიდევ უფრო ტალახიანი და რთული გამოდგა. თავდაპირველად ავტომობილს გაუჭირდა, თუმცა Tesla-ს სპეციალური Slip Start ფუნქციის ჩართვის შემდეგ ელექტრომობილმა მოჭიდება აღადგინა და სვლა გააგრძელა — ეს მართლაც შთამბეჭდავია იმ ავტომობილისთვის, რომელსაც სპეციალური Off-road რეჟიმიც კი არ გააჩნია.

ღრმა ორმოების გადალახვისას ერთ-ერთი საბურავი დაზიანდა. საბედნიეროდ, ჯოელს თან ჰქონდა სათადარიგო საბურავები და ხელსაწყოების კომპლექტი, რის შემდეგაც ექსპერიმენტი გაგრძელდა. შემდეგ ეტაპზე ავტომობილს გავლა ძლიერად გადახრილ გზაზე მოუწია. მიუხედავად გადაყირავების შიშისა, ფსკერზე განთავსებულმა მძიმე ელემენტებმა ავტომობილს დაბალი სიმძიმის ცენტრი და შესანიშნავი სტაბილურობა შეუნარჩუნა.

ყველაზე რთული ბოლო დაბრკოლება აღმოჩნდა. გზა იმდენად უსწორმასწორო იყო, რომ წინა ბამპერის დასაცავად ქვების დალაგება გახდა საჭირო. საბოლოოდ, Model X-მა ეს მონაკვეთიც წარმატებით გაიარა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, ის გახდა პირველი SUV, რომელმაც აღნიშნული ბილიკი სრულად ჩაიარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები