აუქციონი, კადილაკი, ყველაზე ძვირად გაყიდული, კადილაკი ელეგანტე
Aa
Aa

აუქციონების ახალი რეკორდი | რამდენად გაიყიდა 1953 წლის Cadillac Elegante?

ოქროთი მოჭედილი უნიკალური Cadillac Elegante, რომელიც 1953 წლით თარიღდება, Kruse Auctions-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. ინდიანას შტატში გამართულ აუქციონზე მოდელის საბოლოო ფასმა $1 275 000-ს მიაღწია, რითაც Cadillac-ებისთვის ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

ეს უნიკალური პროტოტიპი 1953 წლის Series 62 Convertible-ის ბაზაზეა აგებული. მისი უნიკალური ძარა კი ტუნინგ-ატელიე Carrozzeria Rocco Motto-ს ეკუთვნის, რომლის გუნდის წევრებიც მასზე ხელით 30 თვის განმავლობაში მუშაობდნენ. Elegante-ს დიზაინი ალბრეხტ ფონ გიორციას ეკუთვნის, რომელმაც მოგვიანებით ლეგენდარული BMW 507 შექმნა. მზა ავტომობილი საზოგადოების წინაშე 1955 წლის ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტოშოუზე წარდგა და The New York Times-ის სტატიაშიც მოხვდა.

Cadillac-ის ექსტერიერში 24-კარატიანი ოქროს დეტალები ფართოდაა გამოყენებული. მათ შორის ის გვხვდება კარის სახელურებსა და საქარე მინის ჩარჩოებზე. ოქროსფერი დიზაინი ავტომობილის სახურავზეც გრძელდება, რომელსაც უკვე მარგალიტისებრი თეთრი ფერის ძარა ერწყმის. ინტერიერში უკვე მუქი შინდისფერი იტალიური ტყავია გამოყენებული, ხოლო საჭე გამჭვირვალე Lucite-ის მასალისგანაა დამზადებული.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს: Elegante-ს კაპოტქვეშ 5.4-ლიტრიანი V8 ძრავია მოთავსებული, რომელიც დაახლოებით 210 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. აგრეგატი 4-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან არის დაწყვილებული. ოდომეტრის მიხედვით, ავტომობილს სულ რაღაც 6 966 კილომეტრი აქვს გავლილი.

უნიკალურმა Elegante-მ წარსულში აუქციონზე გაყიდული სხვა Cadillac-ების რეკორდი საკმაოდ მარტივად მოხსნა. ის 1934 წლის V16 Fleetwood Aerodynamic Coupe-ს ეკუთვნოდა, რომელიც 2023 წელს 940 000 აშშ დოლარად გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები