Aa Aa
10 აგვისტო 2020  |  18:35

ახალი თაობის Honda Fit Hybrid-ის პირველი გამოცდა

როგორც ყოველთვის პრაქტიკული, თუმცა გაცილებით უკეთესი ინტერიერით!

ხალხს უყვარს Honda Fit-ი, იგივე Jazz-ი. ამ სიტყვებს ბოლო 20 წლის განმავლობაში 7.5 მილიონი გაიყიდული ავტომობილი გვათქმევინებს. „ჰონდას“ ეს მოდელი არამარტო მთელს მსოფლიოშია ხელმისაწვდომი, არამედ 8 ქვეყნის 10 სხვადასხვა ქარხანაში იწარმოება. ერთ-ერთი ასეთი მწარმოებელი ქვეყანა ჩინეთია. ისინი იმდენად არიან მოხარულნი თავის საზღვრებში Fit-ის ქარხნის არსებობით, რომ მათ „ჰონდას“ უპრეცედენტოდ დიდი კომერციული ფართი გაუზიარეს.

რა არის ახალი 2020 წლის მოდელში?

მომდევნო მოდელში უამრავი სიახლეა: განახლებული ექსტერიერი, გაუმჯობესებული მატერიები, ახალი ქროსოვერ ვერსია, ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდული სისტემა და სხვა. თუმცა ის, რის გამოც Fit-ი უყვართ არ შეცვლილა. ის ისევ ისეთი პრაქტიკული, ხელმისაწვდომი ავტომობილია და თუ წარსულს გავიხსენებთ საკმაოდ საიმედოც უნდა იყოს.

ფასი
  • საბაზისო მოდელი - 24,115$
  • EX მოდელი - 27,171$

ძრავა და მართვადობა
ძრავის ხუფის ქვეშ მხოლოდ ერთი არჩევანია - Honda-ს ახალი Intelligent Multi Mode Drive ჰიბრიდული სისტემა. ის იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც „ჰონდას“ სხვა ჰიბრიდული ავტომობილები. Insight-ის მსგავსად, ის 4 ცილინდრიანი, 1.5 ლიტრიანი ძრავათი და ტყუპი Direct Current აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც ენერგიის წყაროს ფუნქციასაც ასრულებს. ავტომობილი ჯამში 107 ცხენის ძალასა და 253 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 175 კმ/სთ-ა და 0-დან 100-მდე 9.5 წამში ჩქარდება.

დაქოქვისას, პროგრამულად, პირველ რიგში ბატარეის მომართვა იწყება, თუმცა ძრავის ამუშავებას მალევე იგრძნობთ. ქალაქში ჩვეულებრივი გადაადგილებისას, ელექტრო აგრეგატის ბზუილის ფონზე, ის სასიამოვნოდ დადის,. აქსელერაციის სატერფული მყისვე რეაგირებს, თუმცა დისკომფორტს არ ქმნის. ელექტრო აგრეგატების მყისიერი მაბრუნი მომენტი იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ Fit-ი 1300 კგ-მდეა, სიმძლავრე სრულიად საკმარისია. საბედნიეროდ ეს „ჰონდაა“ და მას უყვარს მაღალი ბრუნები, რომლებზეც საკმაოდ კარგ ხმას გამოსცემს. Toyota-ს კონკურენტი Yaris-ის ძალოვანი აგრეგატის ოპერირება, „ჰონდას“ ფონზე თქვენგან ოდნავ განცალკევებული მოგეჩვენებათ.

ავტომობილის მუხრუჭი ჩინებულია და დაბალ სიჩქარეზეც კი პროგრესირებადი სატერფულის შეგრძნებას ტოვებს. ეს ჰიბრიდული ავტომობილისთვის დამახასიათებელი არ არის. ახალი მოდელისთვის - წინ MacPherson და უკან ძელისებრი დაკიდების სისტემა - გაუმჯობესებულია. EX მოდელის 16-იანი დისკების მიუხედავად, Fit-ი უსწორმასწორო ზედაპირზე სიარულისას მანქანის წინა ნაწილში სირბილე იგრძნობა, მაგრამ უკანა მხარეს ის ოდნავ უხეში მაინც რჩება.
ასეთივე გზაზე Fit-ის „ქროსოვერ“ ვერსია სხვა შეგრძნებას ტოვებს. ამ უკანასკნელი სტანდარტულ მოდელთან შედარებით ბევრად კომფორტულია, თუმცა მოსახვევებში ისე ქანაობს, როგორც კასრი ნიაგარას ჩანჩქერში იქანავებდა.

სტანდარტული Fit-ის მართვადობა ცუდი არაა, მაგრამ ამ ავტომობილით დახვეულ გზებზე სიამოვნებას ვერ მიიღებთ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საჭის წონა თანაბრადაა გადანაწილებული და მოხვევის რადიუსი მჭიდრო აქვს.

საწვავის მოხმარება
ტესტის დროს ავტომობილმა აჩვენა, რომ ის 100 კილომეტრზე 5.6 ლიტრი საწვავით კმაყოფილდება. ამერიკული ბაზრისთვის არსებული Fit-ის წინა მოდელი კი ჯამურად 6,5 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ექსტერიერი და ინტერიერი
ახალი სტანდარტული Fit-ი წინამორბედზე გრძელი, დაბალი და ოდნავ განიერია. The Fit Crosstar-ი ოდნავ გრძელი, განიერი და ბევრად მაღალია. Honda Fit-ი ის მანქანა არასდროს ყოფილა, რომლის დიზაინზე საუბარშიც ავტომოყვარულები მთლიან საღამოს ატარებდნენ. მოცემული სატესტო მოდელი EX კომპლექტაციაა, რომელიც თეთრია და შავი სახურავი აქვს. ის გარეგნულად დამაკმაყოფილებელია და არ არის გამაღიზიანებელი. სწორედ ამიტომ უმჯებესი იქნება თუ ინტერიერზე უფრო მეტს ვისაუბრებთ, სადაც ახალმა „ჰონდამ“ ბევრი განახლებული დეტალი გვაჩვენა.

როცა სავარძლებს მოერგებით მაშინვე იგრძნობთ, რომ მატერიები გაუმჯობესებულია, თუმცა ზოგ ადგილას იაფასიანი პლასტმასი მაინც შეგხვდებათ. კოკპიტი ოდნავ უცნაურად გამოიყურება, ხოლო მძროლის მაჩვენებლის დაფა საბავშვო კომპიუტერს გავს. შესანახი ადგილები ზომიერადაა, კარებში მცირე ბოთლის მოთავსებას შეძლებთ და ორ ხელთათმანის ყუთს მიიღებთ. წინა მოდელის ინტერიერთან შედარებით, ის უფრო დახვეწილად და გამართულად მოგეჩვებათ, თუმცა ინდივიდუალურობით არ გამოირჩევა.

ავტომობილი სავარძლის და საჭის მორგების უამრავ საშუალებას მოგცემთ. წინ მხედველობა გაუმჯობესებულია და საქარე მინის სვეტების ზომა განახევრებულია. ახალი დიზაინის წინა და უკანა სავარძლების კომფორტულობა ფაფუკი მასალის ხარჯზე გაუმჯობესებულია. Fit-ი 4 ადამიანისთვის მგზავრობისთვისაა განკუთვნილი და თუ უკანა სავარძელზე სამი ზრდასრული განთავსდება ისინი საკმაოდ არაკომფორტულად იგრძნობენ თავს დაბალი ჭერისა და სივიწროვის გამო. სატვირთო განყოფილების მოცულობა რიცხვებში არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ Fit-ის Magic Seats-ი პრაქტიკულობას ნამდვილად ინარჩუნებს.

მულტიმედიის სისტემა
ავტომობილში ცენტრალური ეკრანი ყველაზე გაუმჯობესებული დეტალია. გამოსახულება მიზიდველია და 22 სმ-იან სენსორულ ეკრანს 22 სხვადასხვა სენსორული ფუნქცია აქვს. უნდა ითქვას, რომ ის ყურადღების ფანტავს. როგორც სხვა ყველა „ჰონდას“ მოდელში, სამართავი ღილაკები აქაც საკმაოდ უცნაურადაა განთავსებული. Fit-ის საბაზისო მოდელს Android Auto და Apple CarPlay მოყვება და ის დამატებით თანხებს არ საჭიროებს. გარდა ამისა, რამდენიმე USB შესაერთებელიცაა ხელმისაწვდომი.

უსაფრთხოება
უსართხოება ყოვლისმომცველია. Honda Sensing საბაზისოა და ახლა უკვე მოიცავს range-finding-ის საშიშროების აღმოჩენის სისტემას, რომელიც რადარებით იმართება. ავტომატური დამუხრუჭების სისტემაც არ არის საბაზისო, მაგრამ ქვეითებსა და ველოსიპედისტებს საკმაოდ შორ მანძილზე ამჩნევს. ყველა კომპლექტაცია ადაპტირებად კრუიზკონტროლსა და ზოლის დგომის სისტემას მოიცავს, რომელსაც უკვე ბალახის დანახვაც შეუძლია. ბრმა ადგილების აღმომჩენი სისტემაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. რაც ყველაზე მთავარია ახალი Fit-ი სტადარტულად უსაფრთხოების 10 ბალიშით არის აღჭურვილი რაც წინა მოდელის მხოლოდ EX და EXL კომპლექტაციებში არსებობდა.

დასკვნა
Honda-მ გვაჩენა რომ კონკრეტული სეგმენტის მოთხოვნებზე ნაფიქრი აქვს. Fit-ი ახალ მოდელში ბევრ სიახლეს და არჩევანს გთავაზობთ. ეს ყოველმხრივ გაუმჯობესებული ავტომობილია, მეტი კომფორტულობითა და ხარისხიანი ინტერიერით. თუ თქვენ პრაქტიკულ და ეკონომიურ ავტომობილს ეძებთ Fit-ი ჰეჩბეკსაც და „ქროსოვერსაც“ გთავაზობთ და ორივე მათგანი დიდხანს მოგემსახურებათ.

გაზიარება: