Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  12:36

ტაკუმა სატოს ბოლიდი აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა

ბოლიდის აუქციონზე გამოჩენა ყოველთვის საინტერესოა!

ერთი თვის წინ ტაკუმა სატომ Indianapolis 500-ში გაიმარჯვა. ახლა კი მისი ფორმულა 1-ის ბოლიდი აუქციონზე გასაყიდად გამოჩნდა. ბოლიდი 2002 წლის Jordan Honda EJ12-ია და მას The Market-ი ყიდის.

Jordan-ი დღევანდელი Racing Point-ის წინაპარია. არსებობის მანძილზე ამ გუნდს წარმატებაც განუცდია და მარცხიც. 2002 წლის სეზონი კი გუნდისთვის ჩავარდნა იყო. სატომ მხოლოდ ორი ქულის მოპოვება შეძლო. მის გუნდელ ჯანკარლო ფიზიკელას უკეთესი შედეგი ჰქონდა. მან ფინიშის ხაზი მეხუთე ადგილზე 2-ჯერ გადაკვეთა.  

აუქციონზე გამოტანილი ბოლიდი სეზონის წინა ტესტირებებში მონაწილეობდა.

მხოლოდ ხუთი EJ12 არსებობდა (EJ გუნდის მფლობელის ედი ჯორდანის სახელის და გვარის ინიციალებია). 5 ბოლიდიდან მხოლოდ ორი გადარჩა. ერთი Honda-ს კოლექციის ნაწილია. მეორე კი აუქციონზე იყიდება.

ბოლიდს ორიგინალი Honda V-10 ძრავა არ აქვს. სანაცვლოდ მას Judd KV8 Zytec S3000 ჩაუყენეს. გადაცემათა კოლოფი - 5-სიჩქარიანი, საჭიდან მართვის რეჟიმით. ძრავა 2017 წელს გამოცვალეს და მხოლოდ 500 კილომეტრი აქვს გავლილი. მთლიანობაში 500 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ბოლიდს რამდენიმე დამატებითი საბურავი, ნაწილები და იარაღები მოყვება. აუქციონი ვარაუდობს, რომ სატოს ბოლიდი $190,000 - $320,000-ის ფარგლებში გაიყიდება.

 

გაზიარება: