ბათუმის შემოვლით გზაზე საავტომობილო მოძრაობისთვის შეზღუდვები წესდება
ბათუმის შემოვლით გზაზე, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი–ფოთი (ასაქცევი)–სარფის საავტომობილო გზის ნაწილია, გვირაბების ელექტრო და მექანიკური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების მიზნით, გზაზე საავტომობილო გადაადგილებისთვის დროებით შეზღუდვები იმოქმედებს. კერძოდ, 28 სექტემბრიდან ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ ღამის საათებში — გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში დროებით შეიზღუდება: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით — 00:00-დან 07:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას — 02:00-დან 07:00 საათამდე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გადაადგილებაზე აღნიშნული რეჟიმი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ხოლო დღის საათებში ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ცნობისთვის, შეზღუდვის პერიოდში, ფოთი–სარფის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ბათუმის შემოვლითი გზის 92-ე კმ-ზე არსებული მახინჯაურის სატრანსპორტო კვანძიდან ქალაქ ბათუმის გავლით იმოძრავებს და სენაკი–ფოთი–სარფის საავტომობილო გზას 109-ე კმ-ზე დაუკავშირდება.
სარფი–ფოთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმავე მარშრუტით, საპირისპირო მიმართულებით იმოძრავებს.