ავტოსაგზაო შემთხვევა, უცნაური
Aa
Aa

მომხმარებელი შეკვეთის ასაღებად ავარიის ადგილზე მივიდა | შემდეგ კურიერს $16 000 აუგროვა

DoorDash-ის შეკვეთები, როგორც წესი, მომხმარებლის სახლის კარამდე მიაქვთ. თუმცა მერილენდის შტატში, პლატფორმის ერთ-ერთ მომხმარებელს თავისი შეკვეთის მისაღებად ავარიის ადგილზე დასჭირდა მისვლა, რადგან მისი კურიერი გზაში ავარიაში მოყვა.

როგორც ცნობილია, ავარიის მიუხედავადაც, DoorDash-ის კურიერმა, უილიამ კორომამ, გლენ ნდიბნუს აცნობა, რომ შეკვეთის ადგილზე მიტანა შეეძლო. თუმცა ამ დროს, მისი ავტომობილი, იმისთვის, რომ ადგილიდან დაეძრათ, სერიოზულად იყო დაზიანებული. როგორც ჩანს, ავარიის სიმძიმე მან თავდაპირველად კარგად ვერ შეაფასა, თუმცა თავისი ავტომობილის დანახვის შემდეგ მიხვდა, რომ მისვლას ვერ მოახერხებდა.

შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად ნდიბნუმ გამოაქვეყნა. ვიდეოში ისმის, რომ ნდიბნუ ჯერ კითხულობს, მისი შეკვეთა აქაა თუ არა და შემდეგ ადგილზე მიდის და მას იღებს. საბოლოოდ, მომხმარებელმა შეკვეთის აღება გადაწყვიტა, თუმცა კარგად ესმოდა, როგორ შეიძლებოდა ეს ყველაფერი გარედან გამოჩენილიყო.

ნდიბნუმ გზაში თავის ქცევას რამდენჯერმე „სამარცხვინოც“ უწოდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას მან პირველ რიგში კურიერს ჰკითხა, კარგად იყო თუ არა და მხოლოდ შემდეგ მიიღო შეკვეთა. „ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი შეკვეთის მოტანის დროს ავარიაში მოყევი“, — უთხრა მან კორომას.

თუმცა ამ უხერხულობას მოულოდნელად კარგი გაგრძელება მოჰყვა. ისტორია ნდიბნუს მიერ შეკვეთის სახლში წაღებით სულაც არ დასრულებულა. მისმა ვიდეომ ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა და ნდიბნუს თქმით, ბევრმა კურიერის დახმარების სურვილიც გამოთქვა. ამისთვის კი GoFundMe-ზე თანხის შესაგროვებლად კამპანია შეიქმნა.

სამწუხაროდ, ავარიის შეკეთება ვეღარ მოხერხდა. თუმცა თავად კურიერის თქმით, იმის მიუხედავადაც, რომ ავტომობილი განადგურდა, მადლიერია, რომ თავად გადარჩა და სხვაც არავინ დაშავებულა. ასევე კარგი ამბავია ის, რომ კურიერის კამპანიისთვის $16 000-მდე უკვე შეგროვდა და, როგორც ცნობილია, ის თავისი ახალი ავტომობილით კვლავ აგრძელებს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები