ჩერი, ბიუაიდი, ჩინური ელექტრომობილები, წლის საუკეთესო ავტომობილის დაჯილდოება, ლიპმოტორი, ჩინური ავტომობილები, ჯეტური
Aa
Aa

მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის პრიზის ნომინანტების ნახევარი ჩინურია

World Car Awards-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 56 ავტომობილის სია, რომლებიც 2027 წლის დაჯილდოებაზე უმაღლესი ტიტულებისთვის იბრძოლებენ. აღსანიშნავია, რომ ნომინანტებიდან 27 მოდელი ჩინურ ბრენდებს ეკუთვნის — ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად სწრაფად დაიმკვიდრეს თავი ჩინურმა ავტომობილებმა თავიანთ კლასებში საუკეთესოთა შორის, როცა სულ რამდენიმე წლის წინ მათთვის ამაზე ოცნებაც კი სასაცილო იქნებოდა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

რეგლამენტი და კრიტერიუმები

„2027 წლის მსოფლიოს წლის ავტომობილის“ მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად, ნომინირებული მოდელები რამდენიმე მკაცრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ: პირველ რიგში, წლიური წარმოების მოცულობა შეადგენდეს სულ მცირე 10 000 ერთეულს. ასევე, მათი ფასი ძირითად ბაზრებზე არ უნდა სცილდებოდეს მდიდრული სეგმენტის ზღვარს და ავტომობილი გაყიდვაში უნდა იყოს სულ მცირე ორ მსოფლიო მნიშვნელობის ბაზარზე, ორ სხვადასხვა კონტინენტზე, 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 19 მარტამდე პერიოდში.

მთავარი ჯილდოსთვის მებრძოლ ადრეულ კანდიდატებს შორის ვხვდებით ისეთ მოდელებს, როგორებიცაა: BMW i3, BYD Ti7, Chery Q, Cupra Raval, Deepal S07, Exeed RX, GAC Aion V, Geely Starray EM-I, Hyundai Ioniq 3, Jetour T2, Kia Telluride, Leapmotor T03, Lepas L6, Lynk & Co 900, Mazda CX-5, MG4 EV Urban, Onvo L90, Subaru Trailseeker, Volvo EX60 და Zeekr 8X.

ნომინაციები სხვადასხვა კატეგორიაში

ორგანიზატორებმა ასევე დაასახელეს კანდიდატები სხვა საკვანძო კატეგორიებშიც, თუმცა „წლის ელექტრომობილისა“ (World Electric Vehicle) და „წლის დიზაინის“ (World Car Design) ნომინანტთა სიები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წლის საქალაქო ავტომობილის (World Urban Car) ნომინანტთა სია შემდეგნაირია —  Chery Q, Cupra Raval, Exeed Exlantix ET, Geely EX2, Hyundai Bayon, Hyundai Ioniq 3, iCaur v23, Kia EV2, Kia Syros EV, Leapmotor T03 და Mercedes-Benz GLA.

ჩინელებმა შემოაღწიეს მდიდრული ავტომობილების სეგმენტშიც (World Luxury Car) —  Audi Q7, Avatr 07, BMW X5, Genesis GV80 Hybrid, Jaguar Type 01, Polestar 5, Range Rover GT, Xpeng X9 და Zeekr 9X.

შედარებით „არაჩინურია“ წლის სპორტული ავტომობილის ნომინაცია (World Performance Car), თუმცა მომავალ წლებში ვითარება, ალბათ, აქაც შეიცვლება: Chevrolet Corvette ZR1 და ZR1X, Genesis GV60 Magma, Kia EV4 GT, Lotus Eletre X, Lynk & Co 02, Zeekr 7GT და Porsche Cayenne Turbo Electric.

ყველა კატეგორიაში გამარჯვებულების ვინაობა ოფიციალურად 2027 წლის 24 მარტს გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები