ასტონ მარტინი, ქროსოვერი, ასტონ მარტინ დიბიიქსი
Aa
Aa

Aston Martin-ი კროსოვერების წარმოებას აფართოებს: DBX-ს ახალი მოდელები დაემატება

DBX-ის პლატფორმაზე ორი ახალი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი.

DBX- ი შესაძლოა Aston Martin-ის პირველი სუვია, მაგრამ ის ბოლო ნამდვილად არ იქნება. მართალია, ის ჯერ კიდევ გაყიდვაშიც არაა, მაგრამ კომპანია კროსოვერების წარმოების გაფართოებას აპირებს. ამას DBX-ის დამატებითი ორი ვარიანტით ეცდება: 5-კარიანი კუპე და შვიდადგილიანი.  

Aston Martin Lagonda-ს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი მარეკ რაიხმანი საუბრობს DBX-ის შასის ტიპზე მომავალში.  

„ზომას არ შევამცირებთ, თუმცა შესაძლოა ნაკლები ტევადობის იყოს. თვლების ბაზა იგივე რჩება, მაგრამ შესაძლოა ყუთი ცოტათი შევკვეცოთ. ზომების შემცირებაში ჩვენ არასდროს ვიქნებით  „მაკანი“ „კაიენის“ წინააღმდეგ“. - ამბობს რაიხმანი

.

Aston Martin DBX 5-კარიან კუპეს ისეთ კონკურენტებთან მოუწევს დაპირისპირება, როგორებიცაა Porsche Cayenne Coupe, BMW X6, Lamborghini Urus და სხვები. უფრო დიდი, 3-მწკრივიანი DBX კი BMW X7 და Mercedes-Benz GLS-ის კონკურენტი იქნება. ამ მოდელების წარმატებამ შეიძლება წარმოება გაზარდოს. Aston Martin-ი უკვე გეგმავს, რომ DBX-ის გაყიდვა წელიწადში 4.000 ერთეულით გაზარდოს.  

მანამდე მყიდველებს ტრადიციული Aston Martin DBX-ის გამოცდა მოუწევთ. სუვის გაყიდვა რამდენიმე თვეში დაიწყება და ფასი $189,000 იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები