Aa Aa
26 თებერვალი 2020  |  16:59

გამოცდილი იაპონელები: Honda Accord vs Toyota Camry

თუ ეძებთ საშუალო ზომის სედანს ყოველდღიური მოხმარებისთვის, თქვენს სიაში აუცილებლად იქნება ბაზარზე ორი ყველაზე პოპულარული მოდელი - 2008-2012 Honda Accord-ი და 2007-2011 Toyota Camry.  მაგრამ რომელი სჯობს? რომელი უნდა შეიძინოთ? მოდით, შევადაროთ.

 

2008-2012 Honda Accord

მერვე თაობის „აკორდის“ შეძენა სედანის ან კუპეს სახით შეგიძლიათ. თუმცა, რადგან „ქემრის“ არ აქვს კუპე მოდელი, დღეს მხოლოდ სედანს განვიხილავთ. ამ ავტომობილის ძრავის ორი ტიპი არსებობს: 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი და 3.5-ლიტრიანი V6. „აკორდის“ ყველა მოდელს აქვს  გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები,  დაბუქსავებისა და სტაბილურობის კონტროლის სისტემა.

 

2007-2011 Toyota Camry

2007-2011 Camry მხოლოდ სედანია. ის საკმაოდ ჰგავს „აკორდს“. მასაც 2.4-ლიტრიანი (მოგვიანებით 2.5-ლიტრიანი)  4-ცილინდრიანი ძრავა აქვს.  ასევე ხელმისაწვდომია 3.5-ლიტრიანი V6.  ასევე  სტანდარტული გვერდითა უსაფრთხოების ბალიშები და მოცურების საწინააღმდეგო სისტემაც. იმ პერიოდში, „აკორდისგან“ განსხვავებით, Toyota Camry ჰიბრიდ მოდელსაც გვთავაზობდა.

 

 საწვავის ეკონომია

„აკორდს“ აქვს სტანდარტული 177-ცხენისძალიანი 2.4-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა. ავტომობილი მოიხმარს 10.2 ლიტრს ქალაქში და 6.9 ლიტრს ტრასაზე.

2007-2009 „ქემრის“ კი სტანდარტულად აქვს 158 ცხენის ძალა და 2.4-ლიტრიანი 4- ცილინდრიანი ძრავა. მოიხმარს 11.2 ლიტრ საწვავს ქალაქში და 7.6-ს ტრასაზე. 2010 წლიდან ეს ძრავა შეცვალეს 169-ცხენისძალიანი, 2.5 ლიტრიანი 4-ცილინდრიანით. 2.5-ლიტრიანი ძრავა  10.7 ლიტრს ქალაქში და ტრასაზე 7.1 ლიტრს  წვავს.

„აკორდისგან“ განსხვავებით, „ქემრი“ ძრავის 2 არჩევანს გვთავაზობს. აირჩიეთ 270-ცხენისძალიანი 3.5-ლიტრიანი V6 და თქვენი ავტომობილი ქალაქში 12.4 ლიტრ და ტრასაზე 8.4 ლიტრ საწვავს მოიხმარს . მეტი ეკონომიისთვის შეიძინეთ ჰიბრიდი, რომელიც ქალაქში 7.1  წვავს, ტრასაზე კი -  6.9 ლიტრს.

 

უსაფრთხოება

უსაფრთხოების ტესტში, რომელიც National Highway Traffic Safety Administration-მა ჩაატარა,  2007-2011 „ქემრიმ“ შესაძლო ხუთი ვარსკვლავიდან 4 დაიმსახურა, ხოლო „აკორდმა“ 5. ამ მხრივ ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს ჰგავს ძალიან. 

თუმცა ჯამში „აკორდი“ ამ ასპექტში ერთი ნაბიჯით წინაა. გარდა იმისა, რომ უსაფრთხოების ტესტებში „აკორდმა“ უკეთესი შედეგი აჩვენა, მისი უკანა ხედვის კამერა მყიდველებისთვის მნიშვნელოვანია.

ტექნოლოგია

მიუხედავად იმისა, რომ  2007-2011 „ქემრი“ და 2008-2012 სულ რამდენიმე წელია რაც წარმოებაში აღარაა, ისინი თანამედროვე საშუალო ზომის სედანებს მაინც ბევრად ჩამორჩებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, Apple CarPlay-ს ან Android Auto-ს, ავტომატურ დამუხრუჭებას და თანამედროვე ავტომატურ ფუნქციებს არ უნდა ველოდოთ.

 ისინი მაინც გვთავაზობენ ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა USB  პორტი, ბლუთუზი, ნავიგაციის სისტემა, ორზონიანი ავტომატური კლიმატ კონტროლი, ტყავის სავარძლების გათბობით, ხმის განახლებული სისტემა.  ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს ტექნოლოგიურადაც ძალიან ჰგავს. 

 

 

დასკვნა

2007-2011 Toyota Camry და 2008-2012 Honda Accord-ი ორი შესანიშნავი ავტომობილია. ორივეს თავისი დადებითი მხარეები აქვს. ვისაც უყვარს მგზავრობისას უსაფრთხოების განცდა, მათთვის ,,აკორდი“ უკეთესი არჩევანია. ვინც უფრო საწვავის დაზოგვაზეა ორიენტირებული, მათთვის „ქემრის“ ჰიბრიდი კარგი ვარიანტია. თუმცა ორივე ავტომობილი გადაადგილებისთვის საკმაოდ  ხელმისაწვდომი და უსაფრთხოა.

გაზიარება: