რესტავრაცია, ჯიპი, მიტოვებული ავტომობილები, ვილისი
Aa
Aa

ამ „ვილისმა“ ტყეში დიდი ხანი გაატარა — ახლა მისი რესტავრაციის დროა

ეს 1958 წლის Willys Jeep-ი წლების განმავლობაში ტყეში იჟანგებოდა, სანამ ერთი იუთუბერი ჩათვლიდა, რომ მისი გადარჩენა ღირდა. ავტომობილის ძრავა გაჭედილი იყო, იატაკი — მთლიანად დამპალი, ხოლო სალონი თაგვებისა და ობობების თავშესაფრად იყო ქცეული. მიუხედავად ამისა, YouTube არხმა 99 Projects-მა მისი შინ წაყვანა მაინც გადაწყვიტა.

ყოფილი მფლობელის მტკიცებით, ჯიპი სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ დადიოდა. თუმცა, ჟანგისა და კოროზიის მიხედვით, ახალმა მეპატრონემ ივარაუდა, რომ ავტომობილი ხელუხლებლად ხუთიდან ათ წლამდე იდგა, ზუსტი თარიღის დადგენა კი შეუძლებელი აღმოჩნდა. საიდენტიფიკაციო ფირფიტამ დაადასტურა, რომ ეს იყო ადრეული, 1958 წლის CJ-5 — სამოქალაქო მოდელი, რომელმაც მომრგვალებულფრთებიანი სამხედრო M38A1 შეცვალა და წარმოებაში 1983 წლამდე დარჩა.

 

ლეგენდარული მოდელის სახელოსნოში გადაყვანის შემდეგ გამოჩნდა, რომ დაზიანებები იმაზე სერიოზული იყო, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა — იატაკი გამჭოლად იყო დაჟანგული, გადაცემათა კოლოფის ბერკეტი — გაშეშებული, სალონი კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა...

ზეთის დონე ნორმალური ჩანდა, თუმცა მუხლა ლილვის ქანჩით დატრიალება შეუძლებელი აღმოჩნდა. აალების სანთლების მოხსნამ ცილინდრებში დაგროვილი კოროზია და ნაგავი გამოაჩინა. დიზელისა და აცეტონის ნაზავის მთელი ღამით ჩასხმამ და დამატებითმა წნევამ შედეგი არ გამოიღო. მხოლოდ ცილინდრების ბლოკის თავაკის მოხსნამ გამოააშკარავა რეალური მიზეზი — ძლიერი ჟანგი ერთ ცილინდრში და მის ქვეშ დამწვარი შუასადები. მფლობელმა ცილინდრი გაწმინდა და 22 დოლარად შეძენილი ახალი შუასადები დააყენა — სწორედ ამ ერთმა დეტალმა შეაძლებინა წლების განმავლობაში გაჭედილ მუხლა ლილვს, რომ კვლავ დატრიალებულიყო.

 

ასევე იხილეთ:  10 ყველაზე გამძლე ყველგანმავალი ისტორიაში? 

სანამ ძრავა სტაბილურად მუშაობას დაიწყებდა, მოსაგვარებელი გახდა გაუმართავი სტარტერის, დაზიანებული საწვავის ავზისა და ელექტროგაყვანილობის პრობლემების მოგვარება, რომელსაც დაქოქვის მცდელობისას ცეცხლიც კი გაუჩნდა. საწვავისა და აალების სისტემის პრობლემების საბოლოოდ მოგვარების შემდეგ, ძველი CJ-5 რეალური ტესტისთვის უკვე მზად იყო. მფლობელმა ის უსწორმასწორო ტყის ბილიკზე გაიყვანა, სადაც ჯიპმა წლების შემდეგ პირველად იმოძრავა საკუთარი ძალით. მართალია, ჭუჭყიანი საქარე მინიდან ხილვადობა ცუდი იყო და ვიწრო ბილიკი მანევრირებისთვის მცირე ადგილს ტოვებდა, მაგრამ Willys-ი მთელი გზა შეუფერხებლად მიდიოდა.

დაჟანგული იატაკი და კოსმეტიკური ხარვეზები კვლავ ხელუხლებელია, თუმცა რაც მთავარია, ძრავა, რომლის ამუშავებასაც აღარავინ ელოდა, კვლავ მუშაობს...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    1965 წლის Mustang-ი მჟავაში „აბანავეს“ და ჟანგი სრულად მოაშორეს
    1965 წლის Mustang-ი მჟავაში „აბანავეს“ და ჟანგი სრულად მოაშორეს