სუპერქარი, ლამბორგინი, ავენტადორი, უნიკალური ავტომობილი
Aa
Aa

„მსოფლიოს ყველაზე ინდივიდუალური სუპერქარი“ ფინელებისგან

Tritium-ი Lamborghini-ის ცვალებად დიზაინსა და 671 ელექტრო ცხენის ძალას გთავაზობთ. 

ფინური სტარტაპ კომპანია Tritium-ი მონაკოს ავტოჩვენებაზე, რომელიც, იმედია, ივნისში ჩატარდება, თავისი პირველი სუპერქარის წარდგენას აპირებს. კომპანია მომხმარებელს ცვალებადი დიზაინის ავტომობილს შესთავაზებს.

Tritium-ს ბევრი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. დიზაინს რაც შეეხება, აშკარაა, რომ Lamborghini Aventador-ი მათი შთაგონების წყაროდ იქცა. ავტომობილი ფორმულა 1-ის მსგავსი კარბონის კომპოზიტური მასალებისგან დამზადებულ შასიზეა აწყობილი.

თუ სუპერქარის წინა ნაწილი „ავენტადორს“ ძალიან ჰგავს, უკან ერთი დიდი აეროდინამიკური ელემენტია, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილი სარბოლო ტიპის დიფუზორია.




კომპანიის მიერ გამოქვეყნებული 3D-რენდერებიდან ჩანს, რომ ზემოთ გამჭვირვალე პანელი აქვს, რომელიც, სავარაუდოდ, შუაში განთავსებულ ელექტროძრავებს ფარავს.

როგორც Tritium-ის წარმომადგენელი ამბობს, „ავტომობილის ძარის პანელები მარტივად შესაცვლელია, რაც მომხმარებლებს ინდივიდუალური დიზაინის შექმნის შესაძლებლობას მისცემს“. ინტერიერის დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ „ოფციების უსასრულო სია გარანტირებულია“.

ბატარეების ტევადობა ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ ელექტროძრავების სიმძლავრე 671 ცხენის ძალას შეადგენს.

Tritium-ის სუპერქარების ფასი €1,1 მილიონს შეადგენს და, ჯერჯერობით, მხოლოდ 11 სანიმუშო მოდელის წარმოებას გეგმავენ. თითოეული მათგანი, რა თქმა უნდა, განუმეორებელი დიზაინის მქონე იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები