Aa Aa
13 ოქტომბერი 2020  |  12:12

11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა და პოლიციელებს დრამატული დევნა გაუმართა

არავინ დაშავებულა, თუმცა, ბიჭს სერიოზული პრობლემები აქვს.

„ბავშვები ცუდად იქცევიანის“ დღევანდელ ეპიზოდში ისტორიას მოგიყვებით, რომელსაც საბედნიეროდ ბედნიერი დასასრული აქვს. ლუიზიანას შტატში 11 წლის ბიჭმა სასაკოლო სრულგაბარიტიანი ავტობუსი გაიტაცა. ის საკმაოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც პოლიციელებმა შენიშნეს და დაედევნენ.

WAFB-ის მიხედვით, ინციდენტი 11 ოქტომბერს, დილის საათებში მოხდა. ავტობუსი პირადი მომხმარებლის გახლდათ, რომელიც Head Start-ის ქვეკონტრაქტორი იყო. ავტომობილს დაქოქვის ფუნქცია ღილაკზე ჰქონდა, რასაც დაცვა აშკარად არ ჰქონია. ავტობუსის მეპატრონე დაჯარიმდება თუ არა ჯერ არ ვიცით.

რაც ვიცით არის ის, რომ ბიჭუნა საჭეს დილის 11 საათისთვის მიუჯდა და ქალაქში ისეირნა. დევნამ რამდენიმე რაიონი მოიცვა და 30 წუთს გაგრძელდა. მოქალაქეების მიერ გადაღებული ვიდეოები მოწმობს, რომ ახალგზარდა ბიჭი საგზაო წესებში გათვიცნობიერებული საერთოდ არ ყოფილა.

ნახევარსაათიანი დევნისას არასრულწლოვანი ქურდი ბიჭი ავტობუსით ბორდიულზე ავარდა, გაზის გაყვანილობას დაეჯახა, კერძო საკუთრება გადათელა და ბოლოს ხეს შეეჯახა. ეპიზოდის თვითმხილველებმა თქვეს, რომ ბიჭი ავტობუსიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

პატარა თავზეხელაღებული ბიჭი გატაცებისთვის სამართლებრივად ვერ დაისჯება, რადგან ის არასრულწლოვანია, თუმცა, მოხსენების მიხედვით, ის ჩადენილი საქციელისთვის დაჯარიმდება. საბედნიეროდ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, განსაკუთრებით ავტობუსის პატარა მძღოლი. ყველას ძალიან გაუმართლა, რადგან ავტობუსი მართლაც დიდი სიჩქარით მოძრაობდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იდგა.

გაზიარება: