Aa Aa
14 ოქტომბერი 2020  |  11:55

RBW EV Roadster-ი 90 000£-იანი ფლაგ ინ MGB-ა

კლასიკური კორპუსი, თანამედროვე სიმძლავრე

სურათზე 90 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების MGB არის გამოსახული. სანამ იფიქრებთ, რომ კლასიკურ ავტომობილთა ფასები სტრატოსფეროშია გაჭრილი გეტყვით, რომ ეს MGB სრულად ახალია და ის ელექტრო აგრეგატით არის აღჭურვილი.

ეს ავტომობილი EV-ის კლასიკურად ჩაცმული საავტომობილო ოჯახის ახალი წევრია. თუ ნახევარ მილიონიან Rolls-Royce-ის შესაძენად მომხმარებლის ფინანსური რესურსი არ ჰქოფნის, მას შესაძლოა 80 პროცენტით უფრო იაფი MGB მოეწონოს.

ამ ავტომობილთან ისეთი სახელებია დაკავშირებული, როგორიც Continental-ი და Zytek-ია. ლითიუმ-იონის კომბინაციის ბატარეები ძრავის ხუფის დაბლა და უკანა ღერძზეა განლაგებული. ავტომობილის წონის გადანაწილება ზუსტად იგივეა, რაც ადრე. წონამ კი რა თქმა უნდა მოიმატა.

შანსი, რომ ამ ავტომობილის აქსელერატორის პედალს ბოლომდე ხშირად დაადგამთ დაბალია. აგრეგატი 94 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 0-დან 100 კმ/სთ-მდე განსავითარებლად 9 წამი სჭირდება. სრული დამუხტვით ავტომობილი 260 კილომეტრის გავლას შეძლებს.

-„რაც ყველაზე მეტად გვახარებს ისაა, რომ RBW სისტემა და არქიტექტურა ისეთ კორპუსზეც შეიძლება დაყენდეს, როგორიც Austin Healey, Jaguar E-type, Mini და ბევრი სხვა ავტომობილია.“ - განახცადა RBW-ს ხელმძღვანელმა. –„თითოეული მანქანა მყიდველის გემოვნების, მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვით იქნება დაპროექტებული. კლასიკური ავტომობილის გადასარჩენად უამრავი გზა და საშუალება არსებობს, ჩვენ კი ამ მისიის შესრულების ვალდებულებას ვგრძნობთ.“ - დაამატა მან.

თქვენ რომელი კლასიკურ ავტომობილს იხილავდით ელექტრო გულით?

გაზიარება: