პროტოტიპები, მინი, შუაძრავიანი
Aa
Aa

შუაძრავიანი Mini: მითი თუ რეალობა

Mini ახალი შუაძრავიანი ავტომობილის შემუშავებას აპირებს.

Mini-ს სახელი პატარა, კომპაქტურ წინაწამყვან ჰეჩბექებთან ასოცირდება. შუაძრავიანი უკანაწმყვანი ავტომობილის შექმნა კომპანიისთვის სერიოზულ ნაბიჯს წარმოადგენს. ბრიტანული ავტომწარმოებლისგან ასეთი გადაწყვეტილება ცოტა გასაკვირია, მაგრამ ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, სადაც Alfa Romeo 4C და ახალი Alpine A110 დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს ნაბიჯი კომპანიისთვის შეიძლება ყველაზე სწორი აღმოჩნდეს.

დანამდვილებით ვერ გეტყვით, ახალ „მინის“ წელს ვიხილავთ თუ არა, მაგრამ სოც-მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ შუაძრავიანი „მინის“ კონცეპტი კომპანიის დირექტორებს შორის ცხარე დებატებს იწვევს.

ამ არაოფიციალურ რენდერზე Mini Cooper Coupe-სთან ძალიან ბევრ მსგავსებას იპოვით. ყველაზე თვალშისაცემი სხვაობა ავტომობილის დაბალი პროფილი და წაგრძელებული უკანა ნაწილია.

ძალოვანი აგრეგატების სტრუქტურა უცვლელი დარჩება, კვლავ 4-ცილინდრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა და ორგადაბმულობიანი 7-სიჩქარიანი ავტომატური ან 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფების ვარიანტი ექნება. სუპერქარების მსგავს მონაცემებს ნუ ელოდებით, ეს ხომ სპორტული ავტომობილია, რომელიც ტარებისგან სიამოვნების მისაღებად იქმნება.

ახალი „მინის“ წარმოების დაწყება ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები