Aa Aa
20 თებერვალი 2021  |  10:32

როგორ გავზარდოთ დაკიდების სისტემის სიცოცხლისუნარიონობა

ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ავტომობილით უსწორმასწორო ზედაპირზე გადაადგილება, დაბალ სიჩქარეზეც კი, მიწისძვრას უდრის? შეგიმჩნევიათ, რომ ასეთი შეგრძნება არ გქონდათ მაშინ, როცა ავტომობილი ახალი იყო? თუ ასეა, მაშინ სავარაუდო პრობლემასთან გვაქვს საქმე.

როგორ მოვიქცეთ? დროა დაკიდების სისტემა შეამოწმოთ. როდესაც გზაზე გადაადგილდებით სისტემამ ვიბრაცია და სხვადასხვა რყევა უნდა შეიწოვოს. თუ ასე არ ხდება, მაშინ ყურადღება შემდეგ დეტალებზე უნდა გაამახვილოთ:

1. დაკიდების სისტემას ჩაუტარეთ სრული ინსპექცია 


დაკიდების სისტემის ინსპექტირება 80 000 კილომეტრის ინტერვალითაა რეკომენდირებული. თუმცა, მეტი ყურადღებისთვის სისტემა შეგიძლიათ ზეთის ან საბურავების შეცვლასთან ერთად შეამოწმოთ. დაკიდება საკმაოდ დიდი ორგანოა და ის მხოლოდ ამორტიზატორს, გადაბმებს და საამორტიზაციო ზამბარებს არ მოიცავს.

2. შეამოწმეთ რეზინის მილისი


ვიბრაციის შეწოვისა და დაკიდების სისტემის დეტალების მოძრაობის რეგულირებისთვის მილისები ხშირად რეზინებითაა აღჭურვილი. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში რეზინი ფუჭდება და ეფექტი აქვს მთლიანი სისტემის წარმადობაზე.

3. ყურადღებით იყავით ხილულ ბზარებთან, ამოზნექილობებთან და ზეთით დაბინძურებასთან.


გამოუცდელი მძღოლებისთვის ბზარების, ამოზნექილობებისა და ზეთის გაჟონვის შემჩნევა რთულია. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ მათი შემოწმება გამოცდილ მექანიკოსს მიანდოთ.

თუმცა, თუ ამ საქმის გაკეთებას თქვენით გადაწყვეტთ, უკეთესი იქნება თუ ავტომობილს ქვემოდან დააკვირდებით. ასე თქვენ ამორტიზატორებისა და ზამბარების უკეთესად დათვალიერების შესაძლებლობა გექნებათ. არ დაგავიწყდეთ, რომ ყურადღება ჰიდრავლიკურ სისტემას, გადაბმის წერტილებს, საკისრებსა და დისკებსაც უნდა მიაქციოთ.

4. რეზინის მილისიდან უცხო ნივთიერებისა და ზეთის ლაქების მოცილება


ლუბრიკაციისთვის რეზინის მილისს ზეთი არ სჭირდება. ფაქტობრივად მასზე ზეთის მოხვედრა ყველაზე ხშირი მიზეზია, რის გამოც ის მწყობრიდან გამოდის. როდესაც რეზინა ზეთით იჟღინთება ის საკუთარ დანიშნულებას სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს, რადგან დარბილებულია. ასეთ შემთხვევებში მისი გაწმენდა ცხიმგამცლელი საშუალებებითაა რეკომენდირებული.

5. შეამოწმეთ ბურთულა სახსარი


ბურთულა სახსრის შესამოწმებლად ორი მეთოდი არსებობს. პირველი მეთოდი მარტივია და ხელებიც არ დაგესვრებათ. დაიძარით გადასაადგილებლად, გათიშეთ მუსიკა და ყურადღებით დააკვირდით - თუ დარტყმის ხმები ყრუდ გესმით ან საჭეზე უცნაურ შეგრძნებასა და ვიბრირებას გრძნობთ სავარაუდოა, რომ დაკიდების სისტემის ბურთულა სახსარს პრობლემა აქვს.

მეორე მეთოდის შემთხვევაში ავტომობილის აწევა და ბორბლის მოხსნა მოგიწევთ. ამის შემდგომ კი ბურთულა სახსარს ყურადღებით უნდა დააკვირდეთ. დაკვირვებისას ცხიმოვანი სითხის გაჟონვა ან ჟანგი უნდა ეძებოთ. კარგი იქნება თუ შესაბამისი ხელსაწყოთი ბურთულა სახსარის მოჭიმულობასაც შეამოწმებთ.

6. დაწოლის ტესტი


თუ გსურთ დარწმუნდეთ, რომ დგარები და ამორტიზატორები კარგ მდგომარეობაშია მისი შემოწმება მარტივად - დაწოლით არის შესაძლებელი. დააწექით ავტომობილს კუთხეებში და შეასრულებინეთ მას ხტუნვისებრი მოძრაობა. იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი ორზე მეტჯერ აიწევ-დაიწევა ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დგარები და ამორტიზატორები შესაცვლელია.

დაიმახსოვრეთ, რომ დაკიდების სისტემა ერთი მთლიანი ორგანიზმია და მწყობრიდან გამოსულ ერთ კვანძს, დიდი ხნის ექსპლუატაციის შემდგომ, სხვა დეტალების გაფუჭებაც შეუძლია. ეს კი სერვისის ხარჯების მნიშვნელოვნად გაზრდაში ითარგმნება, რასაც თავიდან აიცილებთ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს მიიღებთ და გაითვალისწინებთ.

გაზიარება: