2026 წლის BMW M2 CS: მეტი სიმძლავრე, ნაკლები წონა და მხოლოდ უკანა წამყვანი
გერმანულმა ავტომწარმოებელმა, ყველაზე პოპულარული M-ის შესახებ ახალი დეტალები გაამხილა. თქვენ წინაშე 2026 წლის M2 CS-ია, რომელიც BMW-ის ენთუზიასტებს უფრო მეტ სიმძლავრეს, ნაკლებ წონას და რაც მთავარია, მხოლოდ უკანა წამყვან ვერსიას სთავაზობს. ფასი? მისი ღირებულება სავარაუდოდ $100 000-ის ფარგლებში იქნება.
M2 CS-ისთვის BMW ტვინ-ტურბო 3-ლიტრიან, 6-ცილინდრიან ძრავას გვთავაზობს, რომელიც 523 ცხენის ძალას და 650 ნიუტონ მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს 50 ცხენის ძალით მეტია სტანდარტულ, ავტომატური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილ M2-თან შედარებით, მაბრუნი მომენტის შემთხვევაში - 50 ნ.მ.-ს მატებს. სამწუხაროდ, ამ მოდელშიც მექანიკურ გადაცემათა კოლოფს ვერ შევხვდებით, თუმცა M3, M4 და M5 CS მოდელებისგან განსხვავებით, ეს M2 CS სრულად უკანა წამყვანია.
BMW-ის განცხადებით, სტანდარტულ ავტომატიკასთან შედარებით, M2 CS-ი დაახლოებით 45 კილოგრამით უფრო მსუბუქია. ეს ძირითადად კარბონის დამსახურებაა. შედეგად, M2 CS-ის წონა 1 700 კილოგრამს აღწევს, მაშინ როდესაც მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე M2-ის წონა 1 730 კგ-ია.
უფრო მაღალი სიმძლავრისა და დაბალი წონის მისაღებად, BMW M-მა ზამბარის სიმტკიცე გაზარდა და ადაპტიური ამორტიზატორები, ელექტრო ბლოკირების დიფერენციალი, ABS და მოჭიდების/სტაბილურობის კონტროლის სისტემები ხელახლა დაარეგულირა. და ამ დროს, ძალიან კარგი სიახლეა, რომ ეს სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი მხოლოდ უკანა ბორბლებზე ნაწილდება.
BMW-ის თქმით, M2 CS-ი 0-დან 100-მდე 3.7 წამში აღწევს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ-ზე აღწევს. 2026 წლის M2-ის ფასები BMW-ის ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა შეგვიძლია გასული წლის მოდელების მიხედვით ვიმსჯელოთ. 2025 წლის M2-ის ფასი 69 375 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო CS-ის განახლება, დამატებით $30 000-ის ღირებულებისაა ხოლმე. ამიტომაც, ახალი მოდელის ფასიც სავარაუდოდ $100 000-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ.