აშშ-ის ტარიფები BMW-ის დღეში $11 მილიონი უჯდება | გერმანელები შეთანხმებას ითხოვენ
სავაჭრო დაპირისპირებები რომელიმე მხარისთვის კარგად იშვიათად მთავრდება. და მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი საავტომობილო ინდუსტრიას ეხება, ზიანიც ერთი ორად იზრდება. ეს საკმაოდ აშკარა ხდება გერმანიაში, სადაც მიმდინარე ტარიფებთან დაკავშირებული გამოწვევები, ხარჯების მასშტაბურ მატებაში გამოიხატება. როგორც აღმოჩნდა, აშშ-ის ახალი გადასახადები BMW-ის დღიურად $11.3 მილიონი უჯდება.
და ისინი მარტოც არ არიან. რადგან გერმანიაში ტარიფებით დაზარალებულთა შორის Mercedes-ი და Volkswagen-იც ხვდებიან. და ეს ყველაფერი, იმის მიუხედავად, რომ სამივე კომპანიას ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი საწარმოო ქარხნები უკვე აქვს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, რომ ავტომწარმოებლები აშშ-ის ვაჭრობის საკითხების მდივან, ჰოვარდ ლუტნიკთან „ინტენსიურ მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ.
Handelsblatt-ის თანახმად, დისკუსიები „ექსპორტის კომპენსაციის მოდელზეა“ ფოკუსირებული. როგორც ჩანს, ეს გერმანიაში წარმოებული ავტომობილების იმპორტისა და ამერიკაში წარმოებულების ექსპორტირების გათვალისწინებით მოხდება. ეს შესაძლოა მიმზიდველი იყოს ამერიკის პოლიტიკისთვის, რომელიც სავაჭრო დეფიციტზეა ორიენტირებული. როგორც ამბობენ, ავტოინდუსტრიის ხელმძღვანელებმა შეთავაზება ამერიკას უკვე წარუდგინეს.
თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, „გერმანელი ავტომწარმოებლები აშშ-დან ექსპორტირებული ავტომობილებისთვის კრედიტებს მიიღებენ, რომლებიც შემდეგ ტარიფებიდან გამოიქვითება“. გამოცემა ასევე წერს, რომ ავტომწარმოებლების გეგმებით, შეთანხმება მომავალ თვეში იქნება მიღწეული, მაგრამ ეს შესაძლოა შეერთებულ შტატებში მსხვილ ინვესტიციებზე იყოს დამოკიდებული.
რაც შეეხება აშშ-ში არსებულ ქარხანას: BMW-ს თქმით, მათ 743 224 კვადრატული მეტრის ფართობის ქარხანაში, 11 000 ადამიანია დასაქმებული და უკვე, 7 მილიონზე მეტი ავტომობილი იწამოვა. მხოლოდ გასულ წელს ქარხანამ თითქმის 400,000 ავტომობილი შექმნა, აქედან დაახლოებით 225 000 მსოფლიოს 120 ქვეყანაშია ექსპორტზე გატანილი.