არასრულწლოვანი, ბიემვი, ბიემვი ემ4
Aa
Aa

არასრულწლოვანებმა მშობლების ნაყიდი $100 000-იანი BMW M4 დაამტვრიეს

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში BMW M4-ის ავარიის კადრები გავრცელდა, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მძღოლი მართავდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან გახდა ცნობილი, ავტომობილის საჭესთან 16 წლის მოზარდი იჯდა.

ვიდეოში ჩანს, რომ M4-ის მძღოლი უბანში მაღალი სისწრაფით იწყებს მოძრაობას და საჭეზე კონტროლსაც მალე კარგავს. შედეგად, ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადადის და მხოლოდ შემდეგ ახერხებს გაჩერებას. შედეგები არც თუ ისე სასიამოვნოა: უკანა ბამპერი განადგურდა, ხოლო მძღოლის მხარეს უკანა ბორბალი მოძვრა.

როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებენ, 16 წლის მოზარდმა და მისმა მეგობარმა, მეგობრის მიერ ცოტა ხნის წინ ნაყიდი მანქანით გართობა გადაწყვიტეს. ახალგაზრდა მძღოლმა, სავარაუდოდ, თავისივე სამეზობლოში დაიწყო მოძრაობა და საბოლოოდ კონტროლი დაკარგა.

View this post on Instagram

A post shared by TCD News (@dearborn)

არსებული ცნობებით, ორივე მგზავრი უვნებლადაა. თუმცა, დიდი ალბათობით, მოზარდს ჯარიმის გადახდა მაინც მოუწევს. მსგავსი სახის წვრილმანი დანაშაული 500 დოლარამდე ჯარიმით და/ან 93 დღემდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელია, თუმცა არც საბაზისო BMW M4-ის ფასია ხელმისაწვდომი. საბაზისო BMW M4-ის ღირებულება $80 000-დან იწყება. როგორც ამბობენ, მშობლებმა მანქანა მათი შვილისთვის შეიძინეს, რისთვისაც, ბევრისგან კრიტიკა უკვე დაიმსახურეს - არასრულწლოვანებისთვის ასეთი ძვირად ღირებული და მძლავრი მანქანის შეძენის გამო.

 

მსგავსი სიახლეები