გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, მოძრაობა შეიზღუდება. სენაკი-თბილისის მიმართულებაზე შეზღუდვა 2025 წლის 28 მაისის 23:00 სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე, ხოლო თბილისი-სენაკის მიმართულებებზე 29 მაისის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე იმოქმედებს. შეზღუდვა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობას შეეხება.
გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, „საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“.
რაც შეეხება თბილისი-სენაკის მიმართულებას, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე გადაერთვება, ხოლო სენაკი-თბილისის მიმართულება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.