1984 წელს გამოშვებული ორძრავიანი Honda CRX-ი იყიდება
ერთადერთი გზა, რომ 8-ცილინდრიანი ძრავა პატარა ორადგილიდიან ავტომობილში განათავსოთ.
ასეთ რაღაცას ყოველდღიურად ვერ შეხვდებით. ჩვენ უბრალო, ვინტაჟურ Honda CRX-ზე არ გვაქვს საუბარი. პატარა, ორადგილიანი ავტომობილი 1984 წელს გაეცნო ავტოსამყაროს. ის 1.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მიუხედავად CRX-ის მცირე წონისა, ეს საოცარი სიმძლავრე არ გახლავთ. სწორედ ამიტომ, ეს ერთადერთი „ფრანკენშტეინი“ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად შეიქმნა. მეტიც, თქვენ მისი შეძენაც შეგიძლიათ.
პროექტი 1984 წელს, Car and Driver-მა შეასრულა. ამერიკელები ამ პერიოდში ცხენის ძალებზე ნადირობდნენ. ავტმობილი კი, რომელსაც ორი ძრავა აქვს ყურადღებას მუდმივად იპყრობს. Racing Beat-მა კალიფორნიაში „სვაპის“ სამუშაოები შეასრულა და ავტომობილი, უფრო მძლავრი, Honda Accord-ის ძრავებით აღჭურვა.
შედეგად კი ის მივიღეთ, რაც სურათებზეა გამოსახული. ავტომობილს ორი 1.8-ლიტრიანი ძრავა აქვს. ერთი წინ, ხოლო მეორე უკან. მისი მართვა უკანა, წინა ან ორივე აგრეგატითაა შესაძლებელი. ჯამურად სიმძლავრე 200 ცხენის ძალას შეადგენს. მაქსიმალური სიჩქარე კი 236 კმ/სთ-ით არის განსაზღვრული.
ავტომობილს 80 000კმ აქვს გავლილი, რაც ამ მოწყობისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. მანქანა კორპუსის დამატებითი დეტალებითაც არის აღჭურვილი, რაც მას სხვა CRX-ებისგან გამოარჩევს. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ იფიქრებთ, რომ ის Honda-ს ორი ძრავით არის აღჭურვილი. სალონში კი უამრავი მაჩვენებელია. ყველაზე საინტერესო კი მათი განლაგებაა.
ამ CRX-ის შეძენა 20 000$-ად არის შესაძლებელი. თუ ეს თანხა გეძვირებათ, გეტყვით, რომ ასეთ ავტომობილს ვერსად ნახავთ, რადგან ის ერთადერთია. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ CRX-ის ფასები იწევს ეს ნამდვილად სარფიანი გარიგებაა.