მაღალი სიჩქარე, ავტომობილის მართვა, უცნაური
Aa
Aa

რატომ აიკრძალა Twix-ის სატელევიზიო რეკლამა? | მიზეზი ავტომობილებია

რამდენიმე კვირის წინ, სატელევიზიო სივრცეში შოკოლადის ბატონის, Twix-ის ახალი სარეკლამო რგოლი გავრცელდა. რეკლამაში ახალგაზრდა მამაკაცი, კარამელის ფერი მანქანით, გზაზე მაღალი სიჩქარით გადაადგილდება. თუმცა მალევე, მანქანის მართვა სხვა ავტომობილთან რბოლაში გადაიზრდება, ცოტა ხანში კი, ავარიით სრულდება. მანქანა სიმაღლიდან ვარდება, იდენტურ ავტომობილს სახურავით ეცემა და მსგავს მდგომარეობაში მანქანის მაღალი სიჩქარით მართვას აგრძელებს.

ერთმანეთზე მიბმული, ორი იდენტური ავტომობილი შოკოლადის ბატონის, Twix-ის განსახიერებაა. მესიჯიც შესაბამისია: „ორი ერთზე მეტია“. ეს ერთი შეხედვით უწყინარი რეკლამა, მალევე, ფართო განხილვის საგნად იქცა. და რაც ყველაზე საინტერესოა - მისი სცენარი, რეკლამის აკრძალვის მიზეზადაც იქცა.

რეკლამის წინააღმდეგ ხუთი საჩივარია შეტანილი. Twix-ს უპასუხისმგებლო, უგუნური და სახიფათო მართვის წახალისებაში ადანაშაულებენ. Twix-ის მფლობელი Mars-Wrigley კი ამტკიცებს, რომ რეკლამა „კინემატოგრაფიულია“ და მოქმედება „აბსურდულ, ფანტასტიკურ და რეალობისგან მოწყვეტილ სამყაროში“ ვითარდება.

თუმცა, რეკლამების სტანდარტების ორგანომ (ASA) გადაწყვეტილება უკვე მიიღო და დაადგინა, რომ რეკლამა ამჟამინდელი სახით აღარ უნდა გავრცელდეს, რადგან ის სახიფათო მართვას ნორმად წარმოაჩენს. მიუხედავად ASA-ს დაშვებისა, რომ ტრიუკი რეკლამის ფანტასტიკურ ბუნებაზე მიუთითებს, მათი დაშვებით რგოლის პირველი ნახევარი საგზაო მოძრაობის კოდექსის სამართლებრივი მოთხოვნების დარღვევას ასახავს.

განცხადების თანახმად, „აქცენტი სიჩქარეზე“ იყო გაკეთებული, მათ შორის „სწრაფი რიტმით და მუსიკის ფონზე“ ავტომობილების დევნისას, ასევე ხაზგასმულია გზაზე დატოვებული „მოცურების კვალი“. ASA-მ გადაწყვეტილებაში Mars-ს მოუწოდა, რეკლამის საშუალებით არ წაახალისოს უპასუხისმგებლო მართვა, რომელიც, სავარაუდოდ, საგზაო მოძრაობის კოდექსის სამართლებრივ მოთხოვნებსაც არღვევს.

 

მსგავსი სიახლეები