საპატრულო პოლიცია, ლამბორგინი, ლამბორგინი ჰურაკანი
Aa
Aa

დაკავებულმა მამაკაცმა Lamborghini-დან რამდენჯერმე გაისროლა | ვიდეო

მიჩიგანში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც საჯარო ტრასაზე მოძრავი Lamborghini Huracan-დან რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა. ინციდენტის შესახებ პოლიციის ადგილობრივ დეპარტამენტს გამვლელებმა აცნობეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შემთხვევა უყურადღებოდ არ დარჩენილა.

პოლიციის დეპარტამენტს გამვლელები კვირას საღამოს დაუკავშირდნენ და ქვემოთ მოცემულ ვიდეოში ნაჩვენები სცენა აღუწერეს. ანონიმური შეტყობინების შემდეგ, საპატრულო განყოფილებამ იასამნისფერი Lamborghini Huracan-ის ძებნა დაიწყო, რომელიც დაქირავებული აღმოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ კი, დამნაშავესაც მიაკვლია.

ამჯერად, Lamborghini Huracan-ის მძღოლს რამდენიმე ბრალდება აქვს წარდგენილი. მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და უპასუხისმგებლო გამოყენებისთვის. შემთხვევასთან დაკავშირებით, დეპარტამენტმა Instagram-ზე პოსტიც გამოაქვეყნა, რომელშიც მოქალაქეები გააფრთხილა, რომ მსგავსი ქმედება დასჯადია და მათ შორის არც საზეიმო დანიშნულებით იარაღის გამოყენება არ იქნება ნებადართული.

„მოძრავი ავტომობილიდან სროლა, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილას, არა მხოლოდ უკანონოა, არამედ საფრთხისშემცველიცაა სხვების სიცოცხლისთვის. ეს არის ქალაქი, რომელიც ნებისმიერ საზეიმო შეკრებას მიესალმება, თუმცა თუ ეს საზოგადოებისთვის საფრთხედ გადაიქცევა, დაუყოვნებლივ ზომებსაც მიიღებს. ეს უნდა იყო მკაფიო გზავნილი ყველასთვის: თუ ჩვენს ქალაქში კანონს დაარღვევთ, ჩვენ გიპოვით და პასუხს გაგებინებთ“.

 

 

 

მსგავსი სიახლეები