21 წლის იტალიელი რალის მრბოლელი ავარიას ემსხვერპლა
2025 წლის 11 ივნისს მსოფლიო ავტოსპორტში კვლავ შავი დღე გათენდა. 21 წლის იტალიელი რალის პილოტი მატეო დორეტო ავარიას ემსხვერპლა.
იტალიის რალის ჯუნიორ კლასის 2024 წლის ჩემპიონი პოლონეთში რბოლის წინა საშეჯიბრო ტესტებზე სარბოლო Peugeot 208-ით ხეს შეეჯახა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მისი შტურმანი სამუელ პელეგრინო დღემდე ადგილობრივ საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მატეომ 2024 წლის იტალიის ჯუნიორთა რალიში სამი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონი გახდა. 2025 წელს კი FIA ERC Rally-ში დებიუტანტი იყო. 21 წლის მატეო დორეტო თანამედროვე რალის ამომავალი ვარსკვლავი იყო, მას დიდ და წარმატებულ რალის კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.