ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, გაზუ რეისინგი
Aa
Aa

Toyota Corolla შესაძლოა Gazoo Racing-ის ვერსიითაც ვიხილოთ

წინა წელს Toyota-მ განაცხადა, რომ ყველა მანქანის განახლებულ ვერსიას გამოუშვებდა. ორი კვირის წინ, მათ სამი ახალი ავტომობილი დაასახელეს: Corolla GR, C-HR GR-Sport და C-HR GR-S. ეს კი მხოლოდ დასაწყისია.

პირველი ავტომობილი, რომელიც Gazoo Racing-მა წარმოგვიდგინა Toyota Supra იყო. შემდეგ ჩვენ ვიხილეთ მხოლოდ იაპონიისთვის შექმნილი Yaris GR, რომელიც ჩვენთვის ნაცნობი ვერსიისგან განსხვავდებოდა: 1.6-ლიტრიანი ტურბოდაბერვის ძრავა, რომელიც 268 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 4x4 სისტემითაა.

შემდეგი Corolla GR და C-HR აღმოჩნდა. Corolla GR, სედანის შემთხვევაში Honda Civic Si-ს კონკურენტი უნდა იყოს. ჰეჩბექი კი VW GTI-ს.

ახლანდელ Corolla-ს 169 ცხენის ძალა აქვს. კომპანიას დიდი ნახტომის გაკეთება მოუწებს. Camry-ს ძრავას გამოყენება ალბათ უკეთესი იქნება. 2.5-ლიტრიანი I4, რომელიც 203 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება C-HR კროსოვერს, GR-S ვერსია განახლებული იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს განახლება ძრავას არ შეეხება.

დაველოდოთ, რა სიახლეებს შემოგვთავაზებს Toyota და ვიხილავთ თუ არა იაპონური ავტომწარმოებლისგან უფრო ძლიერ ძრავებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები