ტანკის ძრავის მქონე Ford Crown Victoria-ს აბსურდული ხმა აქვს
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკის 27-ლიტრიანი ძრავის Taxi-ში ჩადგმას ლოგიკური ახსნა არ აქვს.
მსოფლიოში არავის არ უფიქრია რა მოხდებოდა თუ 27-ლიტრიან ტანკის ძრავა Ford Crown Victoria-ში განთავსდებოდა. შემდეგ კი დენიელ ვერნერი გამოჩნდა. აშკარაა, რომ ის რაციონალური თვისებებით არ გამოირჩევა და მისი ექსცენტრული ხასიათის გამოვლინებას ხელს სირთლეებიც ვერ უშლის.
„თუ 2500 ცხენის ძალა და რბოლა გსურთ, მაშინ ეს ყველაზე ჭკვიანური არჩევანი არ გახლავთ. ეს უფრო საკუთარი სურვილისა და ჟინისთვის წამოწყებული პროექტია,“ - განაცხადა ვერნერმა ინტერვიუში. თავდაპირველად ეს მხოლოდ მიზანი იყო. ავტომობილი ფუნქციურისგან ძალზედ შორს იყო. ერთი წლის შემდეგ ნაბიჯები გადაიდგა, რის შედეგსაც ზემოთ არსებულ ვიდეოში ხედავთ.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
Meteor Interceptor-ს ინტერიერი არ აქვს, კორპუსი დაუმთავრებელია, ხოლო ტრანსმისია მოურგებელი. ტანკის მძლავრ აგრეგატზე ტურბინები მიმაგრებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ 2500 ცხენის ძალის გამომუშავებამდე ჯერ ბევრი საქმეა გასაკეთეებლი. კადრების მიხედვით, სავარაუდოა, რომ ძრავა კომპიუტერის გარეშე მუშაობს.
მიუხედავად ყველაფრისა, პროგრესი გასაოცარია. ძრავის ეს დიზაინი 1941 წლით თარიღდება. ახლა მას სპეციალურად დამზადებული კონტროლირებადი ინჟექტორები ექნება, რომელიც ყოველ ერთ წუთში 24 ლიტრ საწვავს მიაწვდის. სრული დატვირთვისას საწვავი 4 წუთში ბოლომდე დაიხარჯება.
იმედია ვერნერი ამ ყველაფერს გადაწყვეტას მოუფიქრებს, რადგან მის გეგმებში Meteor Interceptor-ის Nurburgring-ზე გამოცდა შედის.
ეს ყველაფერი ამ ეტაპზე მცირედით სასაცილოა, თუმცა, ყველაფერი ჯერ წინ არის.