მოკრძალებული ევროპელი მოქნილი იაპონელის წინააღმდეგ: VW Golf GTI Vs Honda Civic Type R
მოდით თავიდანვე შევთანხმდეთ იმაზე, რომ ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც VW Golf GTI და Honda Civic Type R-ი ერთდროულად მოსწონს. ისინი სხვადასხვა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. მაშინ საერთოდ რატომ ვადარებთ მათ? მიზეზი ცნობისმოყვარეობაა.
გარდა იმისა, რომ ეს ავტომობილები ერთმანეთის ექსტერიერით არ ჰგვანან, მათ სიმძლავრეშიც დიდი განსხვავებაა - 100 ცხენისძალაზე მეტი. GTI გამოიმუშავებს 228 ცხენისძალას. Type R-ი კი – 316-ს.

შალის სავარძლები, წითელი ხაზები გრილზე და პატარა სპოილერი. ეს იმ პატარა სპორტული დეტალების ჩამონათვალია, რაც GTI-ს აქვს. Type R-ი მეორე მხრივ სპორტული შეხედულებისაა. 20-ინი დისკები ამოზნექილი თაღების ქვეშ თითქოს იკარგება. მოკლე და სქელი სპლიტერი და, რა თქმა უნდა, მოხდენილი უკანა ფრთა აქვს.
Type R-ი 100კმ/სთ-მდე 5.7 წამში ადის . ეს მანქანა უფრო სწრაფად გეჩვენებათ, ვიდრე მხოლოდ 300 ცხენის ძალის მქონე. შესაძლოა მონაცემები საწინააღმდეგოს მეტყველებს, მაგრამ ამ ავტომობილის სიარული Mercedes-AMG A45-ს და Audi RS3-ს მოგაგონებთ.

წინა ფართო საბურავები კიდევ უფრო საშიშად გამოიყურება, ვიდრე წინა მოდელ Type R-ზე. ტარებისას აღმოაჩენთ, რომ მანქანას უჭირს მობრუნება ცოტათი .
Torsen-ის მექანიკური დიფერენციალი უფრო მეტ მოჭიდებას უზრუნველჰყოფს, ვიდრე ადრე, მაგრამ ეს საპატიებელი დეტალია, რადგან ყველაფერი დანარჩენი უკეთესად გამოიყურება. ავტომობილს დაკიდების სისტემის სრულიად დამოუკიდებელად რეგულირების შესაძლებლობა და მართვის სამი რეჟიმი აქვს. მანქანის შასი ბევრად მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე წინად.

მიუხედავად სიმძლავრეში განსხვავებისა, ვიწრო გზაზე „გოლფი“ მას ბევრად არ ჩამორჩება. 6-სიჩქარიანი DSG ავტომატური გადაცემათა კოლოფით ის გვარწმუნებს იმაში, რომ არ არის აუცილებელი ბევრი ცხენის ძალა გქონდეს იმისთვის, რომ კარგი ავტომობილი იყო.
2.0-ლიტრიანი ძრავა უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მისი კონკურენტის. ხმაც უკეთესი აქვს.
როცა გადაწყვეტთ, რომ სიჩქარეს მოუმატოთ, „გოლფი“ იმედგაცრუებას იწყებს. Pirelli P Zeros საბურავები თავის საქმეს კარგად ვერ ასრულებს. როცა შენელებას გადაწყვეტთ, ავტომობილი ადვილად გემორჩილებათ.
ახალი „სივიკი“ ნაკლებად გამაღიზიანებელია, როცა საქმე ღილაკებს, კომპიუტერებს და საინფორმაციო-გასართობ სისტემას ეხება, თუმცა ის მაინც სრულყოფილებისგან შორსაა. მიუხედავად იმისა, რომ „გოლფის“ Active Info Display არადამაჯერებელია და ასევე ავტომობილს ჟესტებით მართვის უაზრო სისტემა აქვს , ამ საკითხში ის „ჰონდაზე“ მაინც ბევრად წინაა. ყველაფერი იქაა, სადაც უნდა იყოს. „ფოლკსვაგენი“ მეგობრული და კომფორტულია.

რომელ ავტომობილს აირჩევდით, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. მშვიდი ცხოვრებისთვის „გოლფი“ იდეალური ვარიანტია, ხოლო „სივიკს“ თქვენი აღელვება შეუძლია.