2-ძრავიანი Opel Corsa Ferrari 488 Pista-ს წინააღმდეგ
უწყინარ, მაგრამ სასიკვდილო ავტომობილს მოჭიდების პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც მოგვწონს.
1990-იან წლებში გამოშვებული 1.6-ლიტრიანი 107 ცხენისძალიანი ძრავით აღჭურვილი Opel Corsa B Ferrari 488 Pista-ს წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა. თუმცა, ეს ვიზუალურად ქარხნული გერმანული ჰეჩბეკი ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია. ის ორ 2-ლიტრიან 4-ცილინდრიან ძრავას მალავს - ერთი წინაა განთავსებული, ხოლო მეორე უკან.
1 200-ცხენისძალიანი და 1 300ნმ-იანი Corsa-ს დამორჩილება რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მხოლოდ 1 250კგ-ს იწონის. ალბათ, „რთული“ არც ისე ზუსტი შეფასება იქნება, რადგან ამ ავტომობილის გახედნვა სიკვდილთან თამაშს უდრის. მას თვითბლოკირებადი მუხრუჭებიც არ აქვს.
ადამმა ეს ავტომობილი ძალზედ ადრე შეიძინა და მის სანაცვლოდ 300£ გადაიხადა. შემდეგ კი 50 000£ მის მოდიფიკაციაში ჩადო. ეს ყველაფერი 10 წლის განმავლობაში სრულდებოდა. ავტომობილის Pista-ს გვერდით დაყენება კი გამბედაობას მოითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეკომპაქტურ ჰეჩბეკს 5-სიჩქარიანი კოლოფი აქვს და „გაშვების“ კონტროლით არა არის წარმოდგენილი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ავტომობილის აქილევსის ქუსლი მოჭიდებაა, მაგრამ მაშინ როდესაც ის თავის სიმძლავრეს ასფალტზე დაიტანს Corsa B ნამდვილი რაკეტა ხდება. მეორე მხარეს კი Pista-ს მხოლოდ ერთი ძრავა აქვს.
მოახერხებს თუ არა ეშმაკური ხასიათის მქონე Opel-ი იტალიური სპორტული ავტომობილის დამარცხებას? ნახეთ ზემო მოცემული ვიდეო.