მინიმალიზმი წარმატების საწინდარია: 2021 Polestar 3 SUV
კომპანიის განცხადებით ახალი სპორტული სუვი Tesla Model X-ის კონკურენტი იქნება.
Polestar-ის მესამე მოდელი სპორტული სუვი იქნება, რომლის დიზაინის შთაგონების წყაროდ წარდგენილი Precept-ის კონცეპტი გახდა, რომელიც სურათებზე შეგიძლიათ იხილოთ.
დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაქს მისონის თქმით, Precept-ის საწარმო ვერსია დამტკიცებული ჯერ არ არის, მაგრამ ის Polestar 3-ზე დიდ ზეგავლენას მოახდენს. Polestar 3-ის წარდგენას 2021 წელს ვარაუდობენ.
მისონმა ასევე ახსენა, რომ Precept-ის კონცეპტისა და Polestar 3-ის დიზაინის საერთო ელემენტები კომპანიის დამახასიათბელი გახდება და შესაბამისად სამომავლო მოდელებში აისახება.
კომპანიის თვალსაზრისით, ახალი Polestar 3-ის სპორტული სუვი, Tesla Model X-ის უფრო მძლავრი კონკურენტი იქნება.
Volvo-ს შვილობილმა კომპანია Polestar-მა, მე-3 მოდელში შესაძლოა ასევე „ვოლვოს“ დიზაინის ელემენტებიც გამოიყენოს, როგორც ეს Polestar 1-ის plug-in ჰიბრიდის კუპესა და Polestar 2 Fastback-ის შემთხვევაში მოხდა. Polestar-ის აერონიმაკაზე კონცენტრირებული ძარის ფორმები, წვეტიანი წინა ნაწილი და უკანა ნაწილზე გარშემორტყმული ფარები ბრენდის ყველაზე თვალშისაცემი დიზაინის ელემენტებია, რომელიც მას „ვოლვოს“ მოდელებისგან ასხვავებს.

მისონის თქმით, ისინი მაქსიმალურად სუფთა და მინიმალისტური ინტერიერის შექმნას აპირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომობილში ზედმეტ ღილაკებს ვერ ვიხილავთ და ყველაფერი მაქსიმალურად სენსორული ეკრანის მართვის სისტემაში ინტეგრირებული იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ახალი მოდელი უფრო მაღალი კლირენსის მქონე მძიმე ავტომობილი იქნება, იგი პრემიუმ ბრენდისთვის მართვის დამახასიათებელ დინამიკას შეინარჩუნებს.
„გვსურს, რომ ჩვენი ყველა ავტომობილი ძლიერი სპორტული შესაძლებლობის მქონე იყოს. ეს არა მარტო 0-დან 100-მდე აჩქარებაში იკვეთება, არამედ დინამიკურ მართვაშიც აისახება. ყველა ჩვენი ავტომობილი, განსაკუთრებით კი Perfomance პაკეტის მქონე მოდელები, ამ სურვილებს სავსებით დააკმაყოფილებს.“- ამბობს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაქს მისონი.