Aa
Aa

Tesla Model X ტანკს საბუქსირე ომში ეჯიბრება

აქ იმ შეკითხვას გაეცემა პასუხი, რომელიც არასდროს დასმულა.

მაშინ, როდესაც რეკორდული სიცხეები ფიქსირდება, მკაცრი გვალვაა, COVID-ის სამოცდამეშვიდე ტალღა გვიტევს და ხანძრები მძვინვარებს, ავტოსამყარო ჩვენი პრიორიტეტებიდან იჩოჩებს. თუმცა, ბევრისთვის ეს აპოკალიფტური მდგომარეობა გაუსაძლისია და ისეთი ტიპის ექსპერიმენტებს ატარებს, რომლის მაგალითიც დღეს უნდა წარმოგიდგინოთ.

ალბათ, Tesla-ს მოყვარულები ამ ნიუსის გამოჩენას ამაყად შეხვდნენ და სტატიაც თავაწეულებმა გახსნეს. თუმცა მათ საყურადრებოდ ვიტყვით, რომ საბუქსირე ომში ყველაზე მნიშვნელოვანი წონა და მოჭიდებაა. მიუხედავად იმისა, რომ Model X-ი ცოტას არ იწონის (2 500კგ) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას კონკურენციის გაწევა 9 000კგ-იანი ტანკისთვის მოუწვს.

ტექნიკური თვალსაზრისით მწვანე ფერის სატრანსპორტო საშუალება ტანკი არ არის. ის უფრო მეტად ქვეითთა საბრძლო მანქანის კატეგორიას განეკუთვნება. ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის მიერ შემუშავებული პლატფორმის მქონე მანქანას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის შეიარაღებული ძალები ათწლეულების განმავლობაში იყენებდა. ეს უკანასკნელი კი ქუჩაში გადაადგილებისთვის სრულად ლეგალურია.

ფსევდო-ტანკის მონაცემებზე დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ ის Jaguar-ის 4.2-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავითაა აღჭურვილი.

გაინტერესებთ ვინ გაიმარჯვა ამ დაძაბულ ორთაბრძოლაში? იხილეთ ზემოთ მოცემული ვიდეო. შემდეგ კი აპოკალიფსს დავუბრუნდეთ.

მსგავსი სიახლეები