2021 წლის Acura TLX Type S სპორტულ სედანს ტურბოდაბერვის ძლევამოსილი V-6 ძრავა ექნება
განახლებული TLX-ი მალე გამოჩნდება. მას უფრო ამაღელვებელი Type S ვერსიაც ექნება.
Acura-ს საუკეთესო და სრულიად განახლებული სედანი TLX მალე ფართო საზოგადოების წინაშე წარსდგება. 2021 წლის მოდელი გაყიდვაში ზაფხულში ჩაეშვება და მისი ფასი $30,000 იქნება. Type S ვარიანტი შემდეგი წლის დასაწყისში გამოვა.

ახალი მოდელის წინა დაკიდების დეტალები ექსკლუზიურად TLX-ისთვისაა შექმნილი და მართვის ხარისხს აუმჯობესებს.
სტანდარტულ TLX-ს 10-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება. ასევე 2.0-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა არჩევითი 4x4 სისტემით. Type S უფრო ამაღელვებელი იქნება: 3.0-ლიტრიანი ტურბოდაბერვის V6 ძრავა.

Acura ორჯერ მეტ TLX-ს ყიდის, ვიდრე ILX-სა და RLX-ს ჯამში. ამერიკელები მეტ Ferrari-ს, Lamborghini-ს, ან McLaren-ს ყიდულობენ, ვიდრე NSX-ს, მაგრამ ახალმა Type S-მა ეს სხვაობა უნდა შეამციროს.
კლასში კონკურენტები BMW 3-series, Audi A4 და Mercedes-Benz C-class-ი იქნებიან. კონკურენცია მაღალია და ამან შესაძლოა TLX-ს პრობლემები შეუქმნას, თუმცა სწორი ფასით ამ მანქანის წარმატების შანსები მაღალია.