Aa Aa
12 სექტემბერი 2021  |  11:44

ყველაზე მაღალბრუნიანი ძრავები, რაც ოდესმე შექმნილა

მაღალბრუნიანი ძრავის ხმები ყველა ავტომოყვარულს აგიჟებს.

როდესაც აქსელერატორის სატერფულს ბოლომდე დააჭერთ, ტაქომეტრის ისარი წითელს სცდება და სიმძლავრისგან სავარძელზე ეკრობით, ალბათ უდიდეს ადრენალინს გრძნობთ. თუ ძრავა ბევრს ტრიალებს და ამ სიამოვნებას მხეცური ჟღერადობაც თან ახლავს დიდი შანსია, რომ თქვენს ორგანიზმში ენდორფინების ჭარბი რაოდენობა გამოიყობა. მაღალბრუნიან ძრავებს განსაკუთრებული ხიბლი აქვს. სწორედ ამიტომ ქვემოთ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ძრავებზე მოგიყვებით.

Lamborghini Huracan STO – 8500 ბრუნი წუთში


როდესაც Lamborghini-ს სახელში „Super Trofeo Omolagata-ს” დაინახავთ, უნდა იცოდეთ, რომ საქმე განსაკუთრებულ მოდელთან გაქვთ. სარბოლო ტრეკზე ორიენტირებული მოდელის 5.2-ლიტრიანი V10 ძრავა წუთში 8500 ბრუნს ასრულებს. ის 640 ცხენის ძალას გამომიშავებს. ასეთი სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ STO 0-დან 100-მდე 3 წამში აჩქარდეს.

ის რაც Lamborghini-ს V10-ს გამოარჩევს ტაქომეტრის ისრის თამაშია. Huracan-ი, ტურბინიანი კონკურენტებისგან განსხვავებით, ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი.

Audi R8 V10 – 8700 ბრუნი წუთში


მიუხედავად იმისა, რომ Audi R8 5.2-ლიტრიან V10-ს Lamborghini-სთან იზიარებს, Audi-მ გადაწყვიტა, რომ თავისი ავტომობილისთვის დამატებითი და გამორჩეული მახასიათებელი შეეძინა. ეს მოტივი კი R8-ს ძრავის 8700rpm-ს ხსნის.

მოდელის მაქსიმალური სიმლავრე - 562 ცხენის ძალა - 8000 ბრუნზეა ხელმისაწვდომი, რაც 6-სიჩქარიანი S-tronic გადაცემათა კოლოფისთვის იდეალური გახლავთ. Audi ამბობს, რომ აქსელერატორის სატერფულზე ბოლომდე დაჭერისას თითოეული პისტონი წამში 26.9 მეტრს მოძრაობს.

Ferrari F12tdf – 8900 ბრუნი წუთში


Ferrari-ს F12tdf-ი ჩვეულებრივი სპორტული ავტომობილი არ ყოფილა. ის თავისი არსით სარბოლო სულსა და 1960-იან წლებში შექმნილ 250 GT მოდელებს აცოცხლებს. Tdf-ის ძრავის ხუფის ქვეშ 769 ცხენისძალიანი V12 დგას.

ამ ავტომობილის შიგნეულება შედარებით მსუბუქი მატერიალებითაა დამზადებული. შედეგად, ძრავა თავის პიკში 8900 ბრუნს ასრულებს.

Honda S2000 – 8900 ბრუნი წუთში


იმ შემთხვევაში თუ ხმაურიანი ძრავის მქონე ავტომობილის შესაძენად მილიონები არ გაქვთ, მაშინ Honda S2000 საუკეთესო გამოსავალია. 1999 წელს, 50 წლის იუბილეზე, Honda-მ ერთ ლიტრაზე ყველაზე მძლავრი ატმოსფერული ძრავა წარადგინა. ეს აგრეგატი 240 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. იმისთვის, რომ ამ სიმძლავრეზე სრული წვდომა გქონდეთ, აგრეგატი 8900 ბრუნზე უნდა ამუშაოთ.

ცნობილი ფაქტია, რომ დაბალ ბრუნებზე S2000 სიმძლავრის ნაკლებობას განიცდის. შესაბამისად, მის შესაძლებლობების ზღვარზე მართვას დაუვიწყარი ემოციები მოაქვს. აღსანიშნავია მისი ხმის საოცრად სპორტული ჟღერადობაც.

Porsche 911 (991) GT3 – 9000 ბრუნი წუთში


Porsche 911-ის მოდელებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანები GT3-ის სახელის ქვეშ იქმნება. ეს ყველაფერი მეტწილად 4-ლიტრიანი ძრავითაა მიღწეული, რომელიც წუთში 9000 ბრუნს ასრულებს. პიკური სიმძლავრე 8400 ბრუნზეა ხელმისაწვდომი, რაც 9000 ბრუნამდე მიღწევას არასაჭიროს ხდის. თუმცა, ამ აგრეგატის საოცარი ხმის მოსმენა ნამდილად აუცილებელი გახლავთ.

Ferrari LaFerrari – 9250 ბრუნი წუთში


LaFerrai-ს ძრავა F12tdf-ის ძრავაზეა დაფუძნებული, თუმცა მწარმოებელი თავის ფლაგმანის აღჭურვას ასე მარტივად არ მიუდგებოდა. იმისათვის, რომ მოდელს სიმძლავრის ახალი მწვერვალები დაეპყრო 6.3-ლიტრიანი V12 აგრეგატი კიდევ უფრო მსუბუქი დეტალებით ააწყვეს. ტაქომეტრის ლიმიტი 9250-ზე გახლდათ. 789 ცხენის ძალა კი 9000 ბრუნზე იყო ხელმისაწვდომი.

ცხენის ძალების ასეთი რაოდენობა ტურბინების გარეშე იქნა მიღწეული. შემდეგ ის ელექტრო აგრეგატთანაც დააკავშირეს, ჯამში კი ავტომობილი 1000 ცხენისძალამდე გამოიმუშავებდა.

Suzuki Cappuccino – 9300 ბრუნი წუთში


Suzuki Cappuccino-ს მცირე ზომის 3-ცილინდრიანი ძრავის ხმაზე უკეთსს ხმას ცხოვრებაში იშვიათად თუ მოისმენთ. წითელი ხაზი აქ 9300 ბრუნზეა. ეს შესაძლოა ყველაზე სწრაფი ავტომობილი არ არის, მაგრამ მისი მართვა სიამოვნებას გარანტირებულად მოგანიჭებთ.

„სუზუკის“ 657-კუბატურიანი ტურბინიანი ძრავა პიკში 63 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 150კმ/სთ-ა.

Mazda RX-8 – 9500 ბრუნი წუთში


და აი როტორულ ძრავებსაც მივუახლოვდით. ასეთი კონცეფციით დამზადებულ ძრავებს სწორედ ეს პლუსი აქვს - ბევრს ტრიალებს! როტორული ძრავით აღჭურვილი ყველაზე ახალი მანქანა RX-8 გახლავთ.

1.3-ლიტრიანი როტორული ძრავა RX8-ში 228 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 9500 ბრუნზე კი ავტომობილის ხმა ყველაზე გამორჩეულად ჟღერს. როტორული ხმის სპეციფიკურობა ყველაზე მეტად Mazda-ს Le Man-ის სარბოლო სერიებიდან გვახსოვს.

Ariel Atom V8 – 10600 ბრუნი წუთში


Ariel Atom V8 ნამდვილი სიგიჟეა. ის 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 550კგ-ს იწონის. 0-დან 100კმ/სთ-მდე განვითარება ავტომობილს 2.3 წამში შეუძლია. 160კმ/სთ-ის მიღწევას კი Bugatti Veyron-ზე სწრაფად ახერხებს. თუმცა მისი გამორჩეული მახასიათებელი ძრავის ბრუნი გახლავთ. ეს მხეცური V8 წუთში 10 600 ბრუნს ასრულებს.

Murray T50 - 12 100 ბრუნი წუთში


გორდონ მარი თავისი ხედვებითა და მიდგომებით გამოირჩევა. T50 „სუპერქარის“ შექმნისას კი ატმოსფერული V12-ის ხილვა არავის გაკვირვებია. Cosworth Engineering-მა 3.9-ლიტრიანი ძრავა შექმნა, რომელიც 1990-იანი წლების Formula 1-საც მოგვაგონებს. აგრეგატი წუთში 12 100 ბრუნს ასრულებს.

თანამედროვე სპორტული ავტომობილების ფონზე 650 ცხენის ძალა საკმაოდ თავმდაბლურად ჟღერს, თუმცა T50-ის პლუსი მისი წონაა.

გაზიარება: