Maserati, ელექტრომობილი, ელექტრომობილები, Maserati GranCabrio, მაზერატი, Maserati Folgore, ავტომწარმოებლები
Aa
Aa

Maserati-ს პრობლემები აქვს — კომპანია ელექტრომობილებს გიგანტური ფასდაკლებით ყიდის

ბევრი ავტომოყვარულისათვის ფავორიტ იტალიურ ბრენდს დიდი პრობლემები აქვს... Maserati-მ მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 5996 ავტომობილის გაყიდვა შეძლო, რაც წინა წლებთა შედარებით, მნიშვნელოვანი ვარდნაა (მაგალითისთვის, 2023 წელს კომპანიამ 23000-ზე მეტი ავტომობილი გაყიდა). 

ახლა კი ძვირადღირებული ავტომობილების მწარმოებელი გეგმავს, გაყიდვები დიდი ფასდაკლებებით წაახალისოს — ზოგი მოდელის შეძენას 50000 დოლარით იაფადაც კი შეძლებთ! როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებები ელექტრომობილებს შეეხო, რადგან ძვირადღირებულ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ავტომწარმოებლის მოლოდინებს მნიშვნელოვნად ჩამორჩა. 

მაგალითად, GranTurismo Folgore-სა და GranCabrio Folgore-ს ელექტრო ვერსიებს, რომელთა ფასიც, საშუალოდ $200000-ია, 25%-იანი ფასდაკლება შეეხო, თუმცა შიგაწვის ძრავით აღჭურვილ ანალოგიურ მოდელებს კომპანიამ (კაპიკი) არ დააკლო. 

მიუხედავად სრულამძრავიანობის, 751 ცხენის ძალისა და 1350-ნიუტონიანი მაბრუნი მომენტისა, როგორც ჩანს მომხმარებლები უპირატესობას მაინც შიგაწვისძრავიან Folgore-ს ანიჭებენ. 

$25000-იანი ფასდაკლებით შეიძენთ Grecale Folgore SUV-საც — სრულად ელექტრო სპორტულ უნივერსალს, რომელც აღჭურვილია 105 კილოვატ-საათიანი ბატარეით და 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.1 წამში ავითარებს (თუ ვერ ყიდულობთ, გული დიდად ნუ დაგწყდებათ, ამ მოდელის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 220 კმ/სთ-ია). 

ფაქტია, Maserati-ს პრობლემები აქვს, თუმცა ელექტრომობილებით დაინტერესებულ მძღოლებს ამ ფაქტით სარგებლობა ნამდვილად შეუძლიათ. 

მსგავსი სიახლეები