მაღალი სიჩქარე, რეკორდი, შკოდა, შკოდა ოქტავია
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე სწრაფ Skoda-ს 366კმ/სთ აქვს დაფიქსირებული და მას რესტავრაცია ჩაუტარეს

2011 წლის 9 აგვისტოს 600-ცხენისძალიანმა Octavia RS-მა Bonneville-ზე ისტორია დაწერა.

Octavia RS-ი ყველაზე ამაღელვებელი სპორტული ავტომობილი არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ბევრი ისეთ მომხმარებელი გადაუბირებია, რომლებსაც VW Golf GTI-ზე პრაქტიკული ავტომობილი სურდათ. 2011 წელს Skoda-ს ბრიტანულმა ტექნიკურმა ცენტრმა მეორე თაობის მოდელის სარეკორდოდ მომზადება განიზრახა. 2-ლიტრიანი ტურბინიანი ავტომობილი Bonneville Salt Flat-ზე უნდა გამოსულიყო. ყველა საჭირო სამუშაო ორ თვეზე ნაკლებ დროში შესრულდა.

ასე დაიბადა 600-ცხენისძალიანი Octavia RS-ი. ის საწვავზე მომუშავე სტანდარტულ მოდელზე 2.5-ჯერ მეტ სიმძლავრეს გამოიმუშავებდა. 2.0-ლიტრიანი TSI ძრავა დიდი ზომის Garrett-ის ტურბინითა და წყლის შეფრქვევის სისტემით აღიჭურვა. გაუმჯობესდა ინტერქულერიც, საპოხი საშუალებები და ECU.

საწვავზე მომუშავე აგრეგატი Superb-ისგან ნათხოვარ გადაცემათა კოლოფს დაუკავშირდა. სიმძლავრე კი ბლოკირებულ ხიდზე ნაწილდებოდა. ავტომობილი 80 მილიმეტრითაც დადაბლდა. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად შეიცვალა ბამპერებიც.

შედეგად მანქანამ 2011 წლის 9 აგვისტოს 366კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. ახლა კი რეკორდის მომხსნელი ავტომობილი 10 წლის იუბილეს ზეიმობს, რომლის აღსანიშნავადაც მას სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები