კაცმა 50 მდიდრული ავტომობილი 16 მეგობარი გოგონასთვის მოიპარა
ასეთ ისტორიას ვერც მოვიფიქრებდით...
ჯერ კიდევ ვცდილობთ ამოვხსნათ, თუ როგორ აბრალებს პოლიცია კაცს 50 ავტომობილის მოპარვას და მათ განაწილებას 16 მეგობარ გოგონაზე. დელის პოლიციამ დაიჭირა დამნაშავე, რომელიც გამოტყდა, რომ თავისი შეყვარებულებისთვის მანქანებს იპარავდა. ამ ადამიანს რობინი ჰქვია და სავარაუდოდ მას ავტომობილების მოსაპარად სერიოზული აღჭურვილობა აქვს.
ადგილობრივი მედიისთვის ყველა დეტალი არ არის გასაჯაროვებული, თუმცა ვიცით, რომ რობინი მდიდრული კლასის ავტომობილებს დილის საათებში იპარავდა. ქურდი ისეთ დროს ირჩევდა, როდესაც ავტომობილთან პატრონი არ დაბრუნდებოდა. შედეგად მას საკმარისზე მეტი დრო ეძლეოდა.
რობინმა პოლიციას განუცხადა, რომ თითოეული ავტომობილის გასატაცებლად 10 წუთი სჭირდებოდა. აშკარაა, რომ მანქანის დაზიანებით ის უფრო სწრაფ შედეგს დადებდა, თუმცა ქურდისთვის მნიშვნელობა ხმაურსა და მანქანის მდგომარეობასაც ჰქონდა.
გარდა ამისა, რობინი გარეგნობასაც ხშირად იცვლიდა. გამომდინარე იქედან, რომ ის მელოტია, მას სხვადსხვა ფერისა და სიგრძის პარიკის მორგება შეეძლო. ასევე, ყოველი ავტომობილის მოპარვისას სხვადასხვა ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. ეს ყველაფერი ფილმს გავს, არა?
ის, რასაც ვერ ვიჯერებთ მისი შეყვარებულების ისტორიაა. პოლიციის მოხსენებაში რობინის 16 მეგობარ გოგონაზე არაფერი წერია.