90 წლის ასაკში ავტოსპორტის ლეგენდა სტირლინგ მოსი გარდაიცვალა
სერ სტირლინგ მოსი, რომელიც 12 აპრილს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი იყო ფორმულა 1-ის ისტორიაში.
Mr. Motor Racing - რბოლების სამყაროში მან ამ ზედმეტსახილით გაითქვა სახელი. ყველაფერი, რასაც ხელს ჰკიდებდა, საუკეთესოდ გამოსდიოდა. 1958 წელს ხუან მანუელ ფანხიოს რბოლიდან წასვლის შემდეგ, ავტოსამყაროში მისი ადგილი მოსს უნდა დაეკავებინა.
მან 500cc-ში გადაწყვიტა გამოსვლა. 1948 წელს Cooper-JAP იყიდა. მოტოციკლისძრავიან მანქანებშიც სახელი სწრაფად გაითქვა, თუმცა „იაგუარისთვის“ ეს საკმარისი არ იყო და 1950 წელს Dundrod Tourist Trophy-ზე ადგილი არ შესთავაზეს.
ტომი უიზდომმა მოსი Jaguar XK120-ში აიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მოსს მუშაობა რთულ პირობებში უწევდა, მალევე გუნდის ლიდერი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლე-მანი არასდროს მოუგია, ის 50-იან წლებში სპორტქარების საუკეთესო პილოტი გახდა. 1955 წელს Mille Miglia (Mercedes-ისთვის), 1958 და 1959 წლებში Nurburgring 1000km და1959 წელს Tourist Trophy (Aston Martin-ისთვის) მოიგო.
ერთადგილიანი მანქანით რბოლისთვისთვის მოსს ლოდინი მოუხდა. „ფერარიმ“ უარი უთხრა. 1954 წელს Maserati 250F – ით შთაბეჭდავი გამოსვლები საკმარისი გახდა იმისთვის, რომ „მერსედესის“ გუნდის ხელმძღვანელს ალფრედ ნოიბაუერს 1955 წელს მისთვის ადგილი შეეთავაზებინა.
თავიდან მოსს ფანხიოს ჩრდილში ყოფნა უწევდა, თუმცა სპორტქარებით ის უფრო სწრაფი იყო. პირველი რბოლა, რომელიც ფორმულა 1-ში მოიგო, ბრიტანეთის გრან პრი იყო.

მოსი 1957 წელს მეორე ადგილზე გავიდა და შემდეგ ორ წელსაც იგივე შედეგი გაიმეორა.
1958 წელს „ფერარის“ მაიკ ჰევტორნთან დამარცხების შემდეგ, მან ჩემპიონატზე შეხედულება შეიცვალა.მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.
ყველაზე ცნობილი გამარჯვებებს რობ უოკერის „ლოტუსის“-ის საშუალებით მიაღწია. 1961 წელს მონაკოს გრან პრიზე „ფერარის“ „Sharknose” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.
1958 წელს უკანაძრავიანი ავტომობილების პირველ მსოფლიო ჩემპიონატში არგენტინის გრან პრიზე გაიმარჯვა. ბედი რალიზეც სცადა. ამ საქმეში მისი და პეტიც პროფესიონალი იყო.

4 სეზონის განმავლობაში ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად მიიჩნეოდა. მის რეპუტაციას საფრთხე 1961 წლის ბოლოს ჯიმ კლარკის წარმატებებმა შეუქმნა. მოსს ახალი გუნდი სჭირდებოდა. უოკერს „ფერარისთან“ შეთანხმება მაგიდაზე ედო. 1962 წლის „გუდვუდის ფესტივალზე“ მოსს ჯერ კიდევ ამოუხსნელი ავარია შეემთხვა.
ავარიის შემდეგ ის კომაში იყო. რამდენიმე თვიანი მკურნალობის შემდეგ, მოსი მიხვდა, რომ გარკვეული უნარები წაერთვა და ავტოსპორტიდან (როგორც მრბოლელი) წასვლა გადაწყვიტა. თუმცა, ამ სამყაროს არასდროს დაშორებია და სხვადასხვა როლს ირგებდა, მათ შორის კომენტატორობასაც. 1980 წელს British Touring Car Championship-ზე „აუდით“ დაბრუნდა, თუმცა აქ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი მისი სახელი და გვარი იყო. სტირლინგ მოსი სხვებს თავისი კარიერიდან დეტალებსა და ენთუზიაზმს უზიარებდა.
ის ისტორიულ ღონისძიებებშიც მონაწილეობდა. „გუდვუდის ფესტივალზე“ ხშირად ჩნდებოდა.

ძლიერი ადამიანი იყო. ერთხელ ის საკუთარი სახლის ლიფტის შახტაში ჩავარდა, თუმცა გადარჩა. 2016-2017 წლებში ავადმყოფობდა. სტირლინგ მოსი სიკვდილთან ბრძლაში 2020 წლის 12 აპრილს დამარცხდა.
ის ფაქტი, რომ მოსს ფორმულა 1-ს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არასდროს მოუგია, უფრო ქულების განაწილების არასწორი სისტემის ბრალი იყო, ვიდრე მოსის შეცდომების. ბევრი ადამიანისთვის ის სრულიად ავტოსამყაროს საუკეთესო პილოტი იყო და ყოველთვის ლეგენდად დარჩება.