Aa
Aa

როგორც ჩანს, ტრაქტორი გასაქცევად საუკეთესო არჩევანი არაა

ავსტრალიელმა ქურდმა ტრაქტორით ორი მოტოველოსიპედის მოპარვა სცადა, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა.

როცა ქურდობაში დამხმარე ავტომობილზე ფიქრობ, რაიმე სწრაფი გახსენდება, რომელსაც ნაქურდალის შესანახად საბარგულში საკმარისი სივრცე აქვს. ამ როლს Audi RS6 Avant მოერგებოდა. მაგრამ არა ტრაქტორი.

თუ მოტოველოსიპედის მოპარვას აპირებ, მაშინ დიდი ზომის ტრანსპორტი დაგჭირდება. დიდი საბარგულით. იქნებ Ram 1500 TRX? მაგრამ, კიდევ ერთხელ, არა ტრაქტორი.

ამ ავსტრალიელმა ქურდმა კი გასაქცევად ტრაქტორი აირჩია. მან ორი მოტოველოსიპედის მოპარვა სადილეროდან ყვითელი ტრაქტორით სცადა. პოლიციამ ქურდობის შესახებ მალევე შეიტყო და გარეუბანში დევნა დაიწყო. ქურდმა მოპარული მოტოველოსიპედები გზად დატოვა. პოლიცია კი ძებნას აგრძელებდა. ბოლოს მიტოვებული ტრაქტორი იპოვეს. როგორც ჩანს, ქურდმა იფიქრა, რომ ფეხით უფრო სწრაფი იქნებოდა.

თუმცა, გაქცევა მაინც ვერ შეძლო. პოლიციამ 41 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც რამდენიმე კანონდარღვევაში ედება ბრალი. მას ბრალი სახიფათო მართვაში, რკინიგზის ხაზის კვეთაში, ტრაქტორის უკანონო გამოყენებასა და სხვისი საკუთრების დაზიანებაში ედება.

მსგავსი სიახლეები