Aa Aa
3 მარტი 2020  |  15:29

უმაღლესი ხარისხი ადეკვატურ ფასად: 2019 წლის Mazda 6

მესამე თაობის Mazda 6 პირველად 2012 წელს გამოჩნდა. მან თავისი მაღალი ხარისხითა და ადეკვატური ფასით მაშინვე ყველას გული მოიგო. 2019 წლის Mazda 6 მეტია, ვიდრე უბრალოდ საოჯახო საშუალო ზომის სედანი. ლამაზი ექსტერიერი და ინტერიერი  სხვა უფრო ძვირადღირებულ ავტომობილებში შესაძლოა ადვილად შეგეშალოთ. სიარულის სტილი ძვირიანი სპორტული სედანებისას ძალიან ჰგავს. ის ყველაზე სწრაფი არ არის, ტექნოლოგიების მხრივაც ბევრ ავტომობილს ჩამორჩება, მაგრამ ის უკეთესია, ვიდრე უბრალოდ „საოჯახო საშუალო ზომის მანქანა“.

რა არის სიახლე?

განვითარებული ექსტერიერი და განახლებული ინტერიერი Mazda 6-ის ყველაზე შესამჩნევი სიახლეა. ასევე ძრავის დამატებითი არჩევანი. ახალი ტურბოდაბერვის ძრავა 2.5-ლიტრიანი და 4-ცილინდრიანია, რაც ერთი საფეხურით მაღლა დგას, ვიდრე უბრალო 2.5-ლიტრიანი. ტურბოდაბერვის ძრავა მანქანას ცხენის ძალებს და მაბრუნ მომენტს მატებს. „მაზდამ“ ინტერიერში შასის ხმა შეამცირა.  

 

 ძრავა და ტრანსმისია

დადებითიახალი ძრავა უფრო სწრაფია.
უარყოფითი: ტურბო ძრავას აკლია ქარიზმა.

სხვა მისი კონკურენტებისგან განსხვავებით, „მაზდა“ ჰიბრიდ ან plug-in ჰიბრიდ ვერსიაზე უარს ამბობს.  ძრავის ორ ტიპს გვთავაზობს: 2.5-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ტურბოთი და ტურბოს გარეშე. ორივეს ავტომატური 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი აქვს. Mazda 6 0-დან 100კმ/სთ-ამდე ასვლაში თავის კონკურენტებს ჩამორჩება. თუმცა 80კმ/სთ-დან 110კმ/სთ-ამდე ყველაზე სწრაფია.

ამ ავტომობილზე მარტო მისი მონაცემების მიხედვით არ უნდა ვიმსჯელოთ.  ამ ფასად ის ერთ-ერთი საუკეთესოდ მართვადი ავტომობილია. 2019 ვერსიას აქვს უფრო გრძელი სამუხრუჭე მანძილი, ვიდრე 2016 წლისას ჰქონდა. ეს ახალ საბურავებს უნდა მივაწეროთ, რომლებიც კომპანიამ ხმაურის შესამცირებლად დააყენა.

 

 ფუნქციები

ავტომობილის ვერსიების მიხედვით ფასებიც და ფუნქციებიც განსხვავებულია. მაგალითად, სპორტულ მოდელს ისეთი სტანდარტული ფუქციები აქვს, როგორებიცაა მკვდარი წერტილის მონიტორინგი, საფრთხის შესახებ გაფრთხილება და ექსტრემალურ სიტუაციაში ავტომატური დამუხრუჭება. ტყავის საჭე და კლიმატ კონტროლიც აქვს. ტურინგ მოდელი უფრო დიდი ზომის საბურავებით, ტყავის სავარძლებით, მძღოლის სავარძლის რეგულირების ფუნქციით და  მძღოლის დამხმარე კიდევ სხვა ელემენტებითაა აღჭურვილი.

 

 ექსტერიერი, ინტერიერი და საბარგული

დადებითისიჩუმე სალონში, გამოსადეგი ბრუნვადი მართვის პულტი, დიდი სივრცე საბარგულში.
უარყოფითიუკანა სავარძლები რთულად იკეცება.

ექსტერიერზე აქცენტი მის ელეგანტურობაზეა გაკეთებული. ახალი წინა გრილი ჰორიზონტალური მოძრაობის ეფექტს ქმნის და ავტომობილს უფრო მაღალი ხარისხის შეხედულებას აძლევს.

რომ არ იცოდეთ Mazda 6-ის წარმომავლობა, ინტერიერი შეცდომაში შეგიყვანდათ და უფრო ძვირადღირებული ავტომობილი გეგონებოდათ. მატერიის ხარისხი მომხიბვლელია. ეს სალონი ალბათ ამ კლასში საუკეთესოა.

საინფორმაციო-გასართობი სისტემის ღილაკი ისეთივეა, როგორიც BMW-ში ან Audi-ში. სისტემის ეკრანი სენსორულია. ოღონდ სენსორულად მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ავტომობილი გაჩერებულია. რამდენად კომფორტულიც არ უნდა იყოს მბრუნავი ღილაკი, სისტემის მენიუ არც თუ ისე გასაგებია, როგორიც უნდა იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ აქცენტი ავტომობილის სილამაზეზეა გაკეთებული, Mazda 6 პრაქტიკულობით მის კონკურენტებს არ ჩამოუვარდება. საბარგულში 6 ჩემოდანი ეტევა. თუ უკანა სკამებს დავკეცავთ, სივრცე თითქმის 3-ჯერ იზრდება. სავარძლები სალონიდან არ იკეცება. ამისთვის ავტომობილიდან გადმოსვლა, საბარგულის გაღება, უკანა სავარძლების დამჭერის გახსნა და შემდეგ უკანა კარებიდან დაკეცვა მოგიწევთ.

როცა საშუალო ზომის სედანის შეძენაზე ფიქრობენ, ყურადღებას ავტომობილის სტილზე, კომფორტზე, მოძრაობის დინამიკაზე და უსაფრთოებაზე ამახვილებენ. ეს ავტომობილი ამ ყველაფერს აერთიანებს და მისი ფასი $32,888-დან $56,683-ამდე მერყეობს. თუ გსურთ საშუალო ზომის სედანის შეძენა, Mazda 6  ნამდვილად კარგი არჩევანია.

გაზიარება: