Land Rover-ი Toyota GR Yaris-ს შეეჯახა და სანახაობრივად გადაბრუნდა
მოუთმენლობა Land Rover-ის მძღოლს ძვირად დაუჯდა.
როცა სუვს მართავ, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ სხვა მანქანებთან შედარებით გრავიტაციის ცენტრი უფრო მაღლაა. ესეც რომ არ იყოს, წინ მიმავალ ავტომობილთან დისტანცია უნდა დაიცვა. ამ Land Rover-ის მძღოლს ორივე დაავიწყდა. Toyota GR Yaris-ს შეეჯახა და სანახაობრივად გადაბრუნდა.
And for those wondering how the feck you end up upside on a traffic island ….the answer has been revealed- you drive like a tw*t! pic.twitter.com/s3fj1uSSO7
— James Goes Cycling????????⛵️???????? (@JamesKPatterson) December 23, 2021
ეს ამბავი ინგლისში, ბირმინგემში მოხდა. Discovery Sport-ი GR Yaris-ს მგზავრის მხარეს, უკანა ბამპერთან შეეჯახა და გადაბრუნდა. წინა ავტომობილი ავარიას სულ შემთხვევით გადაურჩა. Land Rover-ს ფანჯრები, სახურავი, კაპოტი და წინა ბამპერი დაუზიანდა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თითქმის 2-ტონიანი სუვის შეჯახების შემდეგ Yaris-ი თითქმის არ დაშავებულა.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. თუმცა, დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას დიდი დრო და თანხაც დაჭირდება. ამ ყველაფერს კი თავიდან აირიდებდნენ, სუვის მძღოლს სულ ცოტა მოთმინება რომ ჰქონოდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს