Aa Aa
13 მაისი 2022  |  10:40

გადაშენების პირას მყოფი V12-ძრავიანი ავტომობილები

მოგვწონს, თუ არა ეს ფაქტი, მომავალი ელექტრო ავტომობილებისაა. 2030-2035 წლებში ბევრი სახელმწიფო შიგაწვის ძრავიან ავტომობილებს სრულიად აკრძალავს. აკრძალვა შეეხება ჰიბრიდებსაც. ავტომწარმოებლები ინვესტიციას ელექტრო ავტომობილების წარმოებაში დებენ, რაც საკმაოდ დიდ რესურსებს მოითხოვს. ამიტომ, ბევრ მათგანს ავტომოყვარულებისთვის საყვარელ მოდელებზე უარის თქმა უწევს.

2022 წელს V12 ძრავები უკვე წითელ წიგნშია შეტანილი. თუმცა, იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ამ სიაში თქვენ იმ ავტომობილებს შეხვდებით, რომლებიც 2022 წელს ჯერ კიდევ დიდი და ხმაურიანი, V12 ძრავებით გამოდის და ამავდროულად ბაზარზეც ხელმისაწვდომია.

Aston Martin DBS Superleggera & DBS Volante

„ცხოველი კოსტიუმში“ - ასე უწოდებენ ამ ავტომობილს და ეს ზედმეტსახელი, სწორედ მისი კაპოტის ქვეშ დამალული ძრავის გამო შეიძინა.

მისი 5.2-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V12 ძრავა 715 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 3.2 წამში აღწევს. ძალა 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით უკანა თვლებს მიეწოდება. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ.

ძნელად თუ მოიპოვება უკეთესი ავტომობილი, რომელიც შორ მანძილს მაღალ სიჩქარეზე უფრო კომფორტულად გაგატარებთ.  

Aston Martin DB11

ეს ავტომობილი BDS-ს ჰგავს. ოღონდ უფრო იაფი და ნელია. თუმცა, მასში იგივე 5.2-ლიტრიანი V12 ძრავაა. დღეს ის მხოლოდ კუპეს ფორმით გამოდის. ეს ძრავა იმდენად კარგად არ ჟღერს, როგორც მისი ატმოსფერული წინაპარი. DB11-ის შემთხვევაში ის 630 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 100კმ/სთ-მე მისაღწევად დაახლოებით 3.6 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე - 335კმ/სთ.

Aston Martin-ი, DBS-ისა და DB11-ის გარდა, სხვა V12-ძრავიან ავტომობილებსაც უშვებს. მაგალითად, Speedster-სა და Valkyrie-ს. ორივე მათგანი შეზღუდული გამოშვებისაა და ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია.

BMW M760i xDrive

ერთადერთი 12-ცილინდრიანი BMW, რომლის შეძენაც შესაძლებელია (თუ არ ჩავთვლით Rolls-Royce-ებს, რომლებიც BMW-ს მიერ მიწოდებულ ძრავებს იყენებს). თუმცა, ესეც მალე დასრულდება. BMW-მ გამოაცხადა, რომ 2022 წელს V12 ძრავების წარმოებას დაასრულებს.

ამ ავტომობილის 6.6-ლიტრიანი V12 ძრავა 601 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ დაახლოებით 3.6 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 305კმ/სთ.

12-ცილინდრიანი აგრეგატებთან დამშვიდობების შემდეგ ყველაზე მძლავრი მეშვიდე სერია ელექტრო i7 იქნება.

Ferrari 812 & 812 GTS

ეს ავტომობილი ამ სიაში ორიდან ერთ-ერთი ატმოსფერულ ძრავიანი ავტომობილია. 812-სა და GTS-ს V12 ძრავა აქვს, რომელიც 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ხმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება ავტომოყვარულმა მოისმინოს.  

812 Superfast-ის პრემიერა 2017 წლის ჟენევის ავტოშოუზე შედგა. მან F12tdf ჩაანაცვლა. კაპოტის ქვეშ 6.5-ლიტრიანი V12 იმალება, რომელიც 789 ცხენის ძალასა და 718 ნმ-ს გამოიმუშავებს. 0-100კმ/ს-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 340კმ/სთ. 2019 წელს Ferrari-მ 812 GTS-ი გამოუშვა.

V12 ძრავა Ferrari-ს  Monza-სა და 812 Competizione-საც აქვს, თუმცა, ამ ექსკლუზიური ავტომობილების ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. ამიტომ, ისინი ჩვენს სიაში ვერ მოხვდნენ.  

Lamborghini Aventador S & S Roadster

Lamborghini V12 ძრავის დატოვებას იმდენ ხანს აპირებს, რამდენ ხანსაც ეს შესაძლებელი იქნება. Aventador S- ძველი სკოლის შუაძრავიანი სუპერქარია, რომელსაც  ატმოსფერული V12 ძრავა აქვს.

Aventador S-ს 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 740 ცხენის ძალას და 690ნმ-ს გამოიმუშავებს. ძალა AWD სისტემას 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის კოლოფით ეგზავნება. კომპანიის მონაცემებით, ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.

ეს მაჩვენებლები მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ Aventador S ხაზში ყველაზე ძლიერი ვერსიაც არაა. SV Jota 759 ცხენის ძალასა და 720ნმ-ს გამოიმუშავებს. თუმცა, ამ სიაში, Sian FKP 37 მსგავსად, ვერც ის მოხვდა. ამ ორი მოდელის ყველა ეგზემპლარი უკვე გაყიდულია. 

Mercedes-Maybach S-Class

Mercedes-ი მდიდრულ Maybach S-Class-ში V12 ძრავაზე უარის თქმას არ აპირებს. ამჯერად ეს გერმანული ავტომწარმოებლის ერთადერთი V12-ძრავიანი ავტომობილია. 12-ცილინდრს ჩვეულებრივ S-Class-ში, G-Class-სა და SL-ში ვეღარ ვიხილავთ.

S680-ის შემთხვევაში 6.0-ლიტრიანი V12 ძრავა 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მოდელი „მერსედესის“ 4Matic სისტემითაა აღჭურვილი. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 4.4 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ.

მართალია, ეს ავტომობილი საკმარისზე მეტად სწრაფია, მაგრამ მისი მთავარი ღირსება მაინც მდიდრულობა და კომფორტია.

Rolls-Royce Cullinan

ბევრი V12-იანი სუვი არ ყოფილა. ამ სიაში კი Cullinan-ი ერთადერთია. ამ ავტომობილს დაუმუშავებელი მარგალიტის სახლი ჰქვია.  მას, სხვა „როლსების“ მსგავსად, 6.75-ლიტრიანი ტვინ ტურბო V12 ძრავა აქვს. ამ ავტომობილის გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მათ შორის ბევრი საკამათო შეფასებაც.

ამ ავტომობილს  563 ცხენის ძალა და 850ნმ აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 4.5 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ.

ადამიანები Cullinan-ს მხოლოდ ფუნქციების გამო არ ყიდულობენ. ის სტატუსის განმსაზღვრელია. გასაკვირი არაა, რომ ამ ავტომობილს ფეხბურთის სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს და სხვა მდიდარი ადამიანების კოლექციაშიც ვხვდებით.

თუ ეს თქვენთვის საკმარისი არაა და ამ ავტომობილის გაუმჯობესებულ ვერსიას ეძებთ, ტიუნინგ ატელიეებმა, Mansory-მSpofec-მა და Klassen-მა ამაზე უკვე იზრუნეს.

Rolls-Royce Phantom

Cullinan-ი ამ სიაში ერთადერთი სუვია, მაგრამ არა ერთადერთი Rolls-Royce. ეს V12-ძრავიანი ავტომობილი არა თავისი სიჩქარით, არამედ სასიამოვნო მართვადობითაა ცნობილი. ეს ავტომობილი ხომ 2 560 კილოგრამს იწონის!  

Phantom-საც 563 ცხენის ძალა და 850ნმ აქვს. 0-100კმ/სთ-მდე 5.3 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე - 250კმ/სთ.

Rolls-Royce Ghost

Ghost-ი ამ Rolls-Royce-ებში  ყველაზე პატარა, იაფი და ახალია. მას ამ სიაში ჩამოთვლილი სხვა „როსლების“ მსგავსი ტექნიკური მონაცემები აქვს და დინამიკურ მართვადობას გვთავაზობს. თუმცა, ვის აინტერესებს 0-100კმ/სთ-მდე დრო, როცა Rolls-Royce-ზე ვსაუბრობთ. 

სტატუსის განმსაზღვრელ ამ ავტომობილსაც ბევრი ცნობილი ადამიანის კოლექციაში შევხვდებით, მაგალითად, დევიდ ბექჰემის, კიმ კარდაშიანის, ჯენიფერ ლოპესს და ა.შ.  

Rolls-Royce Wraith & Dawn

Wraith-ს ისტორიაში ყველა ძლიერ და დინამიკურ Rolls-Royce-ს უწოდებენ. მისი ტურბოდაბერვის 6.6-ლიტრიანი V12 ძრავა 624 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ძალის 10%-ით მეტია, ვიდრე  ახალ Phantom-სა და Cullinan-ს აქვთ. ეს ძალა მთლიანად უკანა თვლებს მიეწოდება. 2.4-ტონიანი ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 4.6 წამში ჩქარდება.

Dawn-ი Wraith-ის ღია სახურავიანი ვერსიაა. თუმცა, მათ შორის განსხვავება მხოლოდ სახურავი არ არის. მისი პანელების 80% უნიკალურია. შეუდარებელია საბურავებიც. დიზაინერ ჟილ ტეილორის თანახმად, მას უნდოდა, რომ ამ ავტომობილის მგზავრებს „როკვარსკვლავების“ შესახედაობა ჰქონოდათ.

გაზიარება: