Aa Aa
11 ივლისი 2022  |  09:38

5 ყველაზე ძვირადღირებული Lamborghini

1963 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, ფერუჩიო ლამბორგინის ეგზოტიკური ავტომობილების წარმოება უნდოდა. მისთვის მთავარი მიზანი ენცო ფერარის დამარცხება იყო.

Miura კომპანიის პირველი სპორტული კუპე იყო, რომელსაც შუაძრავიანი განლაგება და უკანაწამყვანი კონფიგურაცია ჰქონდა. მას შემდეგ, რაც 1998 წელს Lamborghini Audi-მ შეიძინა, იტალიურ სპორტული ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას გერმანულ ტექნოლოგიებზე წვდომა გაუჩნდა.

2019 წელს კომპანიამ თანამედროვე სუვი Urus-ი გამოუშვა, რომელიც ფასიც $230,000-ია. მაღალი ტექნიკური მონაცემების როდსტერი Huracan EVO Spyder- $240,000 ღირს. Lamborghini-ს ფლობა ბევრი ავტომოყვარულის ოცნებაა. თუმცა, ეს ბრენდი იმდენად ექსკლუზიურია, რომ მისი ავტომობილების ყოლის ფუფუნება ზოგჯერ მდიდრებსაც არ აქვთ. უახლესი Lamborghini Countach-$2,640,000 ეღირება. თუმცა, ეს მას მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ „ლამბოდ“ მაინც არ აქცევს.

ამ სიაში თქვენ 5 ყველაზე ძვირადღირებულ Lamborghini-ს შეხვდებით.

EGOISTA CONCEPT - $117 მილიონი

Egoista ერთადერთი ერთადგილიანი ავტომობილია, რაც ამ ბრენდს აუწყია. ამ ავტომობილზე Lamborghini-ს დიზაინერს არც უმუშავია. ის VAG_ის უფროსმა კონსტრუქტორმა ვალტერ დე სილვამ დააპროექტა. დიზაინი გამანადგურებლისგან აიღეს. შიგნიდან კი ავტომობილი უფრო ფორმულა 1-ს ბოლიდს ჰგავს. როგორც ამბობენ, Egoista-ს კორპუსი გამანადგურებლების მსგავსად ანტი-რადარული ნედლეულისგანაა შექმნილი. აეროდინამიკული პანელები დამწოლი ძალის შექმნასა და თრევის შემცირებაში ეხმარება. Lamborghini Egoista კომპანიის 50-ე იუბილეზე წარადგინეს და მხოლოდ ერთადერთ ეგზემპლარად არსებობს. Egoista ამჟამად სანტაგატას მუზეუმშია და მისი ფასი $117 მილიონია.

ამ ავტომობილს 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა აქვს, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. იშვიათობამ და არასტანდარტული ნედლეულის გამოყენებამ ამ ავტომობილის ფასზე დიდი გავლენა მოახდინა. სახელი Egoista რამდენიმე ენიდან ითარგმნება, როგორც ეგოისტი. რაც ლოგიკურია, რადგან ავტომობილი ერთადგილიანი.

VENENO ROADSTER - $9.5 მილიონი

2013 წელს Lamborghini-მ კომპანიის 50-ე იუბილეზე Veneno გამოუშვა. Veneno როდსტერის დებიუტი კი 2014 წელს შედგა. ეს ავტომობილი Aventador-ზეა დაფუძნებული. თუმცა, მისი დიდი ნაწილი კარბონითაა დაფარული. წინა ბამპერით, დაბალი კლირენსით, თხელი LED მაშუქებით, ფართო ჰაერის შემწოვებითა და 21-იანი დისკებით, ეს ავტომობილი ნამდვილ ბეტმობილს ჰგავს.

ეს ავტომობილი იმდენად ექსკლუზიურია, რომ მისი შეძენა ყველაზე მდიდარი ადამიანებისთვისაც არაა მარტივი. 2018 წელს მისი ღირებულება $9.5 მილიონი იყო. ახლა კი მის შესაძენად $10 მილიონზე მეტია საჭირო. მთავარი მისი გულია. ავტომობილის 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავა 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მაბრუნი მომენტი ოთხივე თვალზე ნაწილდება. სალონში კარბონის ბევრი დეტალია. დამატებითი კომფორტისთვის ალკანტარას სავარძლებია.

VENENO - $5.3 მილიონი

სტანდარტული Veneno სუპერქარია, რომელმაც დიზაინის ენით დროს გაუსწრო. 2013 წელს გამოსულ ავტომობილს Aventador-ის ფესვები აქვს. სახელს კი თავისი ისტორია აქვს. იტალური ავტომწარმოებელი თავის მოდელებს ხარების სახელებს არქმევს. Veneno ერქვა ხარს, რომელმაც ცნობილი მებრძოლი დააზიანა.

Veneno შეზღუდული რაოდენობით გამოვიდა. თავიდან მხოლოდ 3 ეგზემპლარი იყო, რომლებიც მაშინვე გაიყიდა. წონის შესამცირებლად ავტომობილის დეტალების დიდი ნაწილი კარბონიაა. გამოსვლის დროს მისი ღირებულება $3.9 მილიონი იყო. ბოლო გაყიდული ეგზემპლარის ფასი კი $5.3 მილიონი იყო.

6.5-ლიტრიანი V12 ძრავა 750 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როდსტერივით, სტანდარტული Veneno-ც ოთხივეწამყვანია. 0-100კმ/სთ-მდე 2.9 წამში აღწევს. მაქსიმალური სიჩქარე – 355კმ/სთ.

SESTO ELEMENTO CONCEPT - $2.8 მილიონი

Sesto Elemento-ს დებიუტი 2010 წლის პარიზის ავტოშოუზე შედგა. ის Gallardo LP570-4 Superleggera-ს დეტალებს იზიარებს. ეს ავტომობილი კარბონის დეტალებით და აეროდინამიკული დანამატებით აგრესიულად გამოიყურება. ავტომობილის ფორმა Lamborghini-სთვის ტრადიციულია, ტუმცა, უკანა ნაწილი მაინც ახერხებს ჩვენს გაკვირვებას. ეს ავტომობილი 999 კილოგრამს იწონის და ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქწონიანი ლამბოა.

Sesto Elemento-ს 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა აქვს, რომელიც 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-100კმ/სთ-მდე 2.5 წამში აღწევს! Lamborghini-ს მაქსიმალური სიჩქარე თავად არ დაუსახელებია, თუმცა, ის დაახლოებით 298კმ/სთ უნდა იყოს. Sesto Elemento ჩვეულებრივ გზებზე დაშვებული არ არის. თუმცა, კარგი გამოხმაურების გამო, Lamborghini-მ ის 20 ეგზემპლარად ააწყო. მისი შეძენა კი $2.8 მილიონადაა შესაძლებელი.

AVENTADOR J - $2.8 მილიონი

Aventador J ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ლამბოა. მისი დებიუტი 2012 წლის ჟენევის ავტოშოუზე შედგა. სანამ იტყვით, რომ ის უბრალოდ Aventador-ია, კარგად დაფიქრდით. Miura Jota-ს მსგავსაც, ეს ავტომობილიც ექსკლუზიურია. გარეგნულად სტანდარტულ ავენტადორსა და J ვერსიას შორის მცირედი სხვაობაა. J ვერსიას უსახურავო დიზაინი და უფრო ფართო სპლიტერი აქვს. ის არის როდსტერი ფანჯრების გარეშეა. მას არც რადიო აქვს და არც ჰაერის გამაგრილებელი. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება! მიზანი ზედმეტი დეტალების ამოღებით და კარბონის დამატებით წონის შემცირება იყო და ეს გამოუვიდათ. ავტომობილი გამოსვლამდე $2.8 მილიონი შეიძინეს. იღბლიანი და ძალიან მდიდარი მფლობელის ვინაობა კი არ დაუსახელებიათ.

სახურავიანი ძმის მსგავსად, Aventador J-საც 6.5-ლიტრიანი ატმოსფერული V12 ძრავა აქვს, რომელიც 691 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძალა ოთხივე თვალზე ნაწილდება. მაქსიმალური სიჩქარე – 300კმ/სთ-ია. 

გაზიარება: