გაბრაზებულმა ფერმერმა მთვრალი კაცის მანქანა ტრაქტორით დააზიანა
ბრიტანელმა ფერმერმა თავისი ტრაქტორი იმ მანქანის გადასაყირავებლად გამოიყენა, რომელიც მისი ტერიტორიის გასასვლელს კეტავდა. შედეგად, მამაკაცი სასამართლოზე აღმოჩნდა.
57 წლის რობერტ ჰუპერი ამ სიტუაციიდან ყოველგვარი ჯარიმისა და სასჯელის გარეშე გამოვიდა. მან მოსამართლეს შეახსენა, რომ „ინგლისელის სახლი მისი ციხესიმაგრეა“, ხოლო მისი ციხესიმაგრე ჭიშკრიდან იწყება. 400-წლიანი ლეგალური პრეცედენტი Semaune-ის სახელითაა ცნობილი, რომლის მიხედვითაც საკუთრების დაცვის უფლება ყველას აქვს. შედეგად, ჰუპერი სასჯელისგან ან ჯარიმისგან განთავისუფლდა.
ზემოთ მიბმულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ გადმოაბრუნა ფერმერმა Vauxhall (Opel) Corsa და შემთხვევით როგორ შეეხო ტრაქტორის ამწევი რელსებით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ჩარლი ბარნსს.
ჰუპერის თქმით, ბარნსი მის მიმართ აგრესიულად განეწყო, როდესაც მანქანის თავისი ტერიტორიიდან გაყვანა ზრდილობიანად სთხოვა. ავტომობილი პრაქტიკულად ფერმის შესასვლელს კეტავდა. 21 წლის ბარნსი იმდენად გაბრაზდა, რომ ჰუპერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შედეგს კი თავადაც ხედავთ.
სამწუხაროდ, უცნობია ვინ დაფარა Corsa-ს დაზიანების ხარჯები, მაგრამ ფაქტია, რომ ფერმერი მოსამართლეებმა გაამართლეს. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი საკუთრების დაცვისას ყველას ასეთი რეაქცია უნდა გვქონდეს.