ახალი მეოთხე სერიის BMW-ს საიდუმლო პაპარაცების სურათებმა გაამხილა
ახალი M4-ის გადაღებისას, პაპარაცებმა სამი პედალი შენიშნეს.
თანამედროვე ავტოსამყაროსთან დაკავშირებული ბევრი ცვლილებიდან ერთ-ერთი ისაა, რომ დღეს პოპულარული მანქანების პაპარაცული სურათებია. ბევრი ადგილი დაცულია ისე, რომ იქ კამერები ვერ მოხვდნენ.პაპარაცები მაინც ახერხებენ ხოლმე ფოტოების გადაღებას. ამჯერად ეს BMW-ს ახალი ავტომობილის შემთხვევაში მოხდა. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ BMW ახალი მეოთხე სერიის ავტომობილის გამოშვებას აპირებდა, თანაც წარმოუდგელად დიდი ზომის ცხაურით?

ახალი M4-ის პაპარაცული სურათები გერმანიაშია გადაღებული. მანქანაზე 3 პედალი შენიშნეს.
დიახ, M4-ს მექანიკური გადაცემათა კოლოფი ექნება. BMW-ს თქმით, არჩევანის საშუალება იქნება, თუმცა სამი პედლის დანახვა ენთუზიასტებისთვის უკვე სასიხარულოა.

უზარმაზარი ცხაურა ალბათ ისევ განხილვის საკითხი გახდება. BMW-მ დეკემბერში M4 GT3-ის ჩვენებით დაადასტურა კიდეც, რომ უზარმაზარ ცხაურას უნდა ველოდოთ. ეს მანქანა იმაზე მეტად დაფარულია, ვიდრე სხვა პროტოტიპები. გვენდომებოდა გვეფიქრა, რომ ეს M4-ის განსხვავებული შესახედაობის გამოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არაა.

კორონავირუსის გამო ზოგიერთი მანქანის დებიუტი გადაიდო და როდის გამოვა ახალი M4 ამაზე ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. სტანდარტული მოდელის გამოსვლას ივნისში ელოდებიან. მას M4 GT3 მალევე მოყვება. M4-ის დებიუტს კი, სავარაუდოდ, 2021 წელს უნდა ველოდოთ.