Aa
Aa

მიტოვებული Dodge Viper RT/10 მკვდრეთით აღადგინეს

მსოფლიოს მასშტაბით ყოველდღიურად უამრავ ავტომობილს უპატრონოდ ტოვებენ. ავტომოყვარულებისთვის კი ასეთი სანახაობა საკმაოდ მტკივნეულია (თუ მიტოვებული მანქანა Prius-ი არაა). განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც ასეთ ბედს დიდებული ავტომობილები იზიარებენ - ისეთი დიდებული მოდელები, როგორიც ეს Dodge Viper RT10-ა. 

ამ ავტომობილმა უპატრონოდ ორ წელზე მეტი დრო გაატარა. ზემოთ მიბმული ვიდეოს დასაწყისში კარგად ჩანს თუ რამდენად ცუდ მდგომარეობაშია ის. საღებავი რამდენიმე ადგილას გადამძვრალია, ხოლო საბურავები დამსკდარია. არც ფანჯრები და სახურავია სახარბიელო მდგომარეობაში. მანქანას უკანა ფანჯარა საერთოდ არ აქვს, რის გამოც სალონში ჭუჭყი, დროთა განმავლობაში, დიდი რაოდენობით დაგროვდა. 

საბედნიეროდ, ვიღაცამ ამ Viper-ისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება გადაწყვიტა და მისი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. პროცესის საწყისი ეტაპი კორპუსის, ძრავის განყოფილების და მაშუქების განახლება გახლდათ. ამის შემდეგ წინა მაშუქების პოლირება დაიწყო, რის შემდეგაც Viper-მა "თვალებში გამოიხედა". 

შემდეგი ნაბიჯი მანქანაზე არსებული საღებავის გაპრიალება იყო, რამაც კაპოტი, ბამპერები და უკანა ფრთები მოიცვა. უკანა მხარეს არსებული დეტალები და კარები შეღებვას საჭიროებს. ხელოსნებმა სალონზეც იზრუნეს. ამოიღეს სავარძლები და ჭუჭყის მასა მთლიანად მოაცილეს. ჩანაცვლებისთვის გამზადდა ხალიჩის დაზიანებული მონაკვეთებიც. 

რამდენად რთული სანახავიც იყო მიტოვებული Viper-ი, იმდენად სასიამოვნო სანახავი გახდა შედეგი. სამუშაოს დასრულების შემდეგ მფლობელმა თავისი Viper-ი - გაგიკვირდებათ და - ვერ იცნო. იმედია ეს Dodge-ი ასეთ ბედს აღარასდროს გაიზიარებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები