Aa Aa
16 ივნისი 2022  |  10:46

ყველაფერი, რაც Ford Model T-ზე უნდა იცოდეთ

მართალია, Ford Model T პირველი ამერიკული ავტომობილი არ არის, მაგრამ ის არის პირველი მასობრივად წარმოებული. ეს იყო ამერიკელი ინდუსტრიალისტისა და ბიზნესმენის ჰენრი ფორდის ქმნილება. ფორდმა Ford Motor Company 1903 წელს დააარსა. Model T-ს მასობრივმა წარმოებამ კი ამერიკა ბორბლებზე შეაყენა. ის ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ავტომობილია.

FORD-ის პირველი ავტომობილი

Ford Model T Ford Motor Company-ის პირველი ავტომობილი იყო. T-ს წარმოება 1907 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. 4 წლის შემდეგ, რაც ჰენრი ფორდმა Ford Motor Company დააარსა.

პირველი მასობრივად წარმოებული ავტომობილი 

Ford Model T-ს დიზაინი ძალიან სწრაფად განვითარდა. 20 სხვადასხვა ვერსია წარმოიშვა. T-ს წარმოების პროცესი გამოარჩევდა. წლების განმავლობაში წარმოების პროცესი იხვეწებოდა და 1913 წლის 7 ოქტომბერს ჰაილენდ პარკის ქარხანაში მასობრივი წარმოება დაიწყო.

მას შემდეგ წელიწადში 2.1 მილიონი ავტომობილი იწყობოდა. 19-წლიანი წარმოების შემდეგ, ჯამში 15 მილიონი ავტომობილი აიწყო.

FORD MODEL T მხოლოდ შავ ფერში იყო ხელმისაწვდომი

ეს ავტომობილი ხარისხსა და რაოდენობაზე იყო გათვლილი. სწრაფი წარმოებისთვის ერთი ფერი შეირჩა – შავი. აქედან მოდის ჰენრი ფორდის ცნობილი გამოთქმა: როცა შავი ავტომობილი გყავს, ნებისმიერი ფერის ყოლა შეგიძლია“.

ერთადერთი ავტომობილი, რომელიც წარმოებით უტოლდება 

Ford Model T-ს 15 მილიონი ეგზემპლარით, რეკორდი ძალიან დიდხანს ეჭირა. მისი დამარცხება მხოლოდ ერთმა ავტომობილმა შეძლო. Volkswagen Beetle 21 მილიონ ეგზემპლარად გამოვიდა. თუმცა, ამ რეკორდის მოსახსნელად ბევრად მეტი დრო დასჭირდა. ის 65 წელი გამოდიოდა (1938-2003). Ford Model T ყოველწლიურად ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოებული მოდელის ტიტულს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

მხოლოდ 1 ძრავა

19 წლის განმავლობაში Model T მხოლოდ 1 ძრავით იწყობოდა. ავტომობილის წინა ნაწილში 2.9-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავა იყო მოთავსებული, რომელიც 20 ცხენის ძალას და 113 ნმ-ს გამოიმუშავებდა. უკანა თვლებზე ძალას 2-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ანაწილებდა. თუმცა, ოფიციალურად მას 3-სიჩქარიანს უწოდებდნენ.

მესამე „სიჩქარე“ უკუსვლა იყო, რომელსაც დღეს სიჩქარეებში არ ათვლიან. ვერსიის მიხედვით ავტომობილის სიჩქარე 68 – 72.4კმ/სთ იყო. Ford-ი ამბობდა, რომ Model T 100 კილომეტრზე 11-18 ლიტრ საწვავს მოიხმარდა.

ძნელი სამართავი

თანამედროვე ავტომობილებისგან განსხვავებით, ეს ავტომობილი მართვისთვის ინჟინერიაში ხარისხს საჭიროებდა. ბერკეტები და სატერფულები იქ იყო მოთავსებული, სადაც ადგილი დარჩა. საწვავის ავზი წინა სავარძლის ქვეშ იყო მოთავსებული. საწვავის დარჩენილი რაოდენობა საზომი ლარტყათი მოწმდებოდა.

ზეთის შემოწმება კიდევ უფრო რთულად იყო. Model T-ს ზეთსაზომი არ აქვს. ზეთის შესამოწმებლად პატარა ონკანი უნდა მოუშვათ. თუ იქიდან ზეთი გადმოვა, ე.ი. ზეთი დარჩენილია. საბურავების შემოწმება დაძვრამდე ბოლო საფეხურია. საბურავის წნევა 3.9 კგ/ სმ2 უნდა იყოს. თანამედროვე ავტომობილების საბურავებში – 1.8-2,5.

როგორ იქოქება Model T-ს ძრავა?

ავტომობილის დაძვრა ძრავას განყოფილებაში საწვავის ჩამრთველის «ჩართულ» პოზიციაში გადართვაა. კონტროლის ღილაკები ყველაზე უცნაურია, რაც კი გინახავთ.

იატაკზე სამი სატერფულია. მარჯვენა სატერფული მუხრუჭია. შუა უკუსვლის სატერფული და მაშინ მუშაობს, როცა ავტომობილი ნეიტრალურშია. მარცხენა სატერფულ კონუსია. ის ხელის მუხრუჭთან ერთად მუშაობს, რომელიც მძღოლის მარცხენა მხარესა მოთავსებული. კონუსზე დაჭერა და გადაცემათა ბერკეტის შუა პოზიციაში გადართვა, პირველ სიჩქარეს ააქტიურებს. ისევ კონუსზე დაჭერა და ბერკეტის წინ ბოლომდე გადაწევა კი მეორეს.

საჭის უკან ორი ბერკეტია. მარჯვენა აქსელერატორია. აწეულ პოზიციაში ის ავტომობილს ქოქავს. რაც უფრო დაბლა იწევა ბერკეტი, უფრო მეტად იხსნება დროსელი. მარცხენა ბერკეტი აალების სანთლისთვისაა. T-ს დაქოქვამდე ბერკეტი მაღლა უნდა იყოს მიმართული. ძრავის ამუშავებისას კი ბერკეტი ქვემოთ უნდა ჩამოიწიოს, რათა ანთების მომენტი შენარჩუნდეს.

პირველ ვერსიებს დასაქოქად მექანიკური მუხლა ბერკეტი ჰქონდა. უფრო გვიანდელ ვერსიებში კი ისეთივე გასაღები გამოიყენებოდა, როგორც 2010 წლამდე გამოსული ავტომობილების დიდ ნაწილში.

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო ზედმეტსახელი

Ford Model T-ს ზედმეტსახელად “Tin Lizzie”-ს უწოდებენ. ამ ზედმეტსახელის შექმნის რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი თეორიის თანახმად, ყველა გამძლე და სანდო ცხენს ელიზაბეტს ან ლიზის უწოდებდნენ. მსგავსი თვისებების გამო Model T-მ ეს ზედმეტსახელი მიიღო.

მეორე ვერსიით, ეს სახელი ავტომობილს 1922 წელს შეერქვა, როცა კოლორადოში რბოლის დროს ერთ-ერთმა მონაწილე ნოელ ბალოკმა, ავტომობილი რბოლაზე Old Liz სახეით დაარეგისტრირა.

ბოლო FORD MODEL T

ბოლო Ford Model T 1927 წლის 26 მაისს გამოვიდა. ეს ოფიციალურად Model T-ს დასარული იყო და ამას სპეციალური ცერემონიაც მიუძღვნეს. ეს იყო ავტოინდუსტრიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ერის დასასრული.

FORD MODEL T-ს ფასი მაშინ და ახლა

1909 სულ ახალი Ford Model T $825ღირდა, რაც დღევანდელი გათვლებით $25,72-ია. 1916 წელს ამ ავტომობილის ფასი $345 გახდა, რაც 2022 წელს $9,69-ია.

ისტორიული მნიშვნელობის გამო, ეს ავტომობილი ფასს ისევ ინარჩუნებს. დღეს მისი შეძენა $14,000-$26,000-ად არის შესაძლებელი.

გაზიარება: