ჰიბრიდი, მაზერატი, მაზერატი კუატროპორტე, დამუხტვადი ჰიბრიდი, მასერატი, მდიდრული მანქანები
Aa
Aa

განახლებულ 2021 Maserati Quattroporte-ს plug-in ჰიბრიდის ვერსია დაემატება.

შემდეგი წლის მოდელს შემოდგომაზე ვიხილავთ.

2023 წელს Maserati-სთვის გარდამტეხი იქნება, რადგან კომპანიის „ახალი ერა“ იწყება. მანამდე კომპანიამ Quattroporte-ს განახლებული ვერსიის გამოშვება გადაწყვიტა.

2013 წელს გამოშვებული ძვირადღირებული სედანის პირველი საგრძნობი განახლება 2016 წელს მოხდა, ხოლო ეს კომპანიის ფლაგმანური სედანის მეორე სერიოზული განახლებაა.

Quattroporte -ს მთავარი ცვლილება ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატი და WLTP-ს ახალი სტანდარტების გამონაბოლქვის ფილტრია, რომლითაც „მაზერატის“ ყველა არსებული მოდელი იქნება აღჭურვილი.

სატესტო ავტომობილის ძარის ძალიან მცირე ნაწილი კომუფლიაჟით არის დაფარული. სავარაუდოდ ავტომობილის ექსტერიერი დიდად არ შეიცვლება.

როგორც ჩანს, 2021 წლის Quattroporte არსებული მოდელისგან წინა მაშუქების და ცხაურას ფორმებს შეინარჩუნებს. წინა ნაწილის თითქმის ყველა ელემენტი დასქელებულია, მათ შორის ცხაურას კბილანები.

Porsche Panamera-ს იტალიური კონკურენტის დიზაინი ფაქტობრივად უცვლელი რჩება. ეს როგორც ექსტერიერს, ასევე ინტერიერს ეხება. დიდი ალბათობით ინფორმაციულ-გასართობი სისტემას გადაამუშავებენ, რათა უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდეს. ასევე ახალი სისტემის მეშვეობით მძღოლს დამხმარე ფუნქციებთან წვდომა ექნება.

„მაზერატიმ“ ახლახანს გამოაცხადა, რომ ბრენდის მასშტაბური ცვლილებების პროექტის ჩაშვება, კორონავირუსის პანდემიის გამო, მაისიდან სექტემბრამდე გადაიტანეს.

პროექტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განახლებულ Ghibli-ს და Quattroporte-ს ვიხილავთ, თუმცა ყურადღების ცენტრში „მაზერატის“ ახალი შუაძრავიანი MC20 სპორტქარი იქნება, რომელსაც ჩვენ 12 წლის განმავლობაში ველოდებოდით.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები