სუპერქარი, ჰიპერქარი, მაკლარენი, ტარგა, მაკლარენ ელვა
Aa
Aa

წვიმაში გამოჭერილი McLaren Elva - უსახურავო ავტომობილის ყოლის მინუსები

McLaren Elva საუკეთესო „მაკლარენების“ სერიის უახლესი ქმნილებაა. Elva მნიშვნელობით და ეკსკლუზიურობით F1-ს, P1-ს, Senna-ს და Speedtail-ს უტოლდება. არც ფასით ჩამოურჩება. საბაზო კომპლექტაცია $1,690,000-დან იწყება და ფასიანი დანამატების ხარჯზე საბოლოო ვერსიის ფასი $2,000,000-ს აღწევს. თავდაპირველად „მაკლარენი“ 399 Elva-ს აპირებდა, მაგრამ წარმოება 249 ერთეულამდე შეამცირა, რითაც აღნიშნული მოდელი უფრო ეკსლუზიური გახადა.

Elva-ს ყველაზე თვალშისაცემი უნიკალურობა სახურავის და ფანჯრების არქონაში გამოიხატება, შესაბამისად მძღოლსა და მგზავრს ბუნებრივი მოვლენებისგან, მაგალითად წვიმისგან, ვერაფერი დაიცავს.

ეს ლურჯი McLaren Elva ტოკიოში კოკისპირული წვიმის დროს იყო გადაღებული. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა ამ სცენას წააწყდა და გადაღებული სურათები თავისი „ინსტაგრამის“ გვერდზე ატვირთა. ზოგერთს გაეცინება, ზოგი კი ავტომობილის ბედზე დაფიქრდება, მაგრამ უნდა ვახსენოთ, რომ ეს მხოლოდ ხისგან გაკეთებული საჩვენებელი ეგზემპლარი იყო და მას არანაირი მექანიკური ელემენტი არ ჰქონდა, რომელიც წყლის დაგუბვის გამო გაფუჭდებოდა.

ამ ფოტოებიდან გამომდინარე ძალიან მარტივია იმის წარმოდგენა, თუ რამდენად ირაციონალურია უსახურავო მანქანის ყოლა მალე ცვალებადი ამინდის მქონე ქვეყნებში. რა თქმა უნდა, „მაკლარენი“ ამ პრობლემის გამოსავალს იპოვიდა და აეროდინამიკის ხარჯზე მძღოლს და მგზავრს წვიმის წვეთებს მოარიდებდა. მაგრამ ამ „ახსნას“ ერთი დიდი ნაკლი აქვს - აეროდინამიკა გარკვეულ სიჩქარეზე მოქმედებს, შესაბამისად გაჩერებულ მდგომარეობაში, სიტყვაზე, შუქნიშანთან, ავტომობილის ინტერიერი სათლის ფუნქციას ძალიან კარგად შეასრულებს.

გასაკვირია, რომ ბრიტანულმა კომპანიამ ასეთი მოდელი გამოუშვა და თუნდაც „ნისლიანი ალბიონის“ არაპროგნოზირებადი ამინდი ვერ გაითვალისწინა.

მსგავსი სიახლეები