განახლებული Portofino-ს პირველი ფარული სურათები
ნამდვილად Portofino არის?
2017 წლის 12 სექტემბერს „ფერარიმ“ California T-ს შემცვლელი მოდელი წარადგინა. Portofino პირველად 2017 წლის ფრანკფურტის ავტო შოუზე გამოჩნდა. წინაპართან შედარებით „ფერარის“ ახალ მოდელს მეტი ცხენისძალა და უკეთესი სპორტული პოტენციალი ჰქონდა. დღეს, მარანელოში მდებარე ქარხანა ამ V8-ძრავიან სუპერქარზე დიზაინის განახლებაზე, ე.წ. facelift-ზე მუშაობს.
პირველად კომუფლირებული სატესტო ეგზემპლარი გერმანიაში შეამჩნიეს. კომუფლიაჟით ავტომობილის მხოლოდ წინა ნაწილი იყო დაფარული. მიუხედავად ამისა, დიზაინის ცვლილებების ნაწილი საკმაოდ კარგად იკვეთებოდა, კერძოდ Ferrari Roma-ს მსგავსი წინა მაშუქები.

უფრო მნიშნვნელოვანია Portofino-ს მექანიკური ცვლილებები. არსებობს მოსაზრება, რომ განახლებულ ვერსიას „ფერარის“ ბოლო თაობის 3.9-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V8 ძრავა ექნება, რომელიც მოდიფიცირებული იქნება, რათა ევროპის გამონაბოლქვის სტანდარტებს დაამთხვიოს. ამისთვის ძრავას საწვავის ნაწილაკების ფილტრი ექნება. მიუხედავად ფილტრისა, ცხენის ძალების მომატებაა მოსალოდნელი. 591 ცხენის ძალის ნაცვლად, რომელიც არსებულ Portofino-ს აქვს, განახლებულ მოდელს 612 ც.ძ. ექნება. გარდა ამისა, არსებული 7-სიჩქარიანი ორგადაბმულობიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი 8-სიჩქარიანი DCT ტრანსმისიით ჩანაცვლდება.
ორი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც მარანელოს ქარხანა პირველმა Portofino-მ დატოვა. შესაბამისად მომდევნო განახლებას ყველაზე ადრე 2021 წელს ვვარაუდობთ.

იმავე პროტოტიპის ფოტოები ონლაინ სივრცეში 2019 წლის აგვისტოში გავრცელდა. მაშინ უმეტესობა მიიჩნევდა, რომ იგი Roma-ს სატესტო ნიმუში იყო. ახლანდელ სურათებზე დაყრდნობით, დანამვილებით ვერ ვიტყვით, რომ ეს Portofino-ს წინა მხარის დიზაინის მომავალი ცვლილებებია, რადგან 2019 წლის შემდეგ, სატესტო პროტოტიპი ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამ ეტაპზე ზუსტად რომელი მოდელის ეკუთვნის ვერ ვიტყვით.