რობოტები, დამუხტვა
Aa
Aa

კარლი რობოტია, რომელსაც თქვენი მანქანის დატენვა ძალიან უნდა

კარლი თქვენს მანქანას იპოვის და მას თქვენ გარეშე დატენის. 

ელექტრო ავტომობილის დასატენად ყველაზე კარგი დრო მაშინაა, როცა სხვა საქმეს აკეთებ, მაგალითად, მუშაობ, ჭამ, გძინავს...  მაგრამ ყოველთვის შესაძლებელი არაა. ყველას არ აქვს საშუალება მანქანა სახლის პირობებში დატენოს, ან ოფისთან დამტენი იპოვოს. ჩინურმა კომპანია Aiways-მა გადაწყვიტა თქვენი პრობლემა მოაგვაროს. მანქანის დასატენ სადგურებზე ლოდინი აღარ მოგიწევთ. თქვენი ავტომობილი სწრაფად დაიტენება, თან ამას რობოტი იზამს!

მას კარლი ჰქვია და ის თქვენს მანქანას დატენის. სადაც უნდა იყოთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, კარლი გიპოვით და თქვენს მანქანას დატენის.

კარლი 30კვ/სთ-ს ან 60კვ/სთ-ს უზრუნველყოფს და თქვენს ავტომობილს 80%-ამდე ერთ საათში შეავსებს. ის GPS-ს იყენებს. როცა დატენვას დაასრულებს, სხვა მანქანას მოძებნის, ან თავის ბაზას დაუბრუნდება. მთელი პროცესი ავტომატიზირებულია., თქვენ იქ ყოფნა საერთოდ არ გჭირდებათ. კარლი ყველაფერს თვითონ მოაგვარებს.

 Aiways-ს  7 მოდელი კარლი უკვე ჰყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი მოქმედებაში ჯერ არ გვინახავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები