BMW M340i-ში შენიღბული G-Power-ის ახალი ქმნილება
როგორც სედანის, ასევე ფურგონი ვერსიის არჩევანი იქნება.
ქარხნული BMW M340i xDrive ზანტი ნამდვილად არ არის. 3-ლიტრიანი ტუბრო კომპრესორის მქონე ძრავა 382 ცხენის ძალას და 500 ნმ მაბრუნ მომენტს აწარმოებს, რომელიც ოთხივე წამყვან თვალს გადაეცემა. 0-100კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,4 წამში ახერხებს, რაც M4-ზე სულ რაღაც 0,4 წამით მეტია. მეტი რაღა არის საჭირო? რა თქმა უნდა, მეტი ძალა.
ამისთვის G-Power ტიუნინგ ატელიე არსებობს, რომელიც თქვენს ნებისმიერ ოცნებას რეალობად აქცევენ, თუ თქვენი ოცნება BMW-ს ეხება. რას იტყოდით მე-3 სერიის ბაზაზე აწყობილ ფურგონზე, რომელსაც M3(F80)-ზე მეტი ცხენის ძალა ჰქონდეს? ამ კითხვას ცოტახანში დავუბრუნდებით, მაგრამ ჯერ კომპანიის სხვადასხვა ტიუნინგ პაკეტები განვიხილოთ, რომელიც G20/G21-ის დუეტისთვის M340i xDrive-ის ფორმაში გაამზადა.

დამწყებებისთვის საბაზო GP-420 კომპლექტაცია არსებობს, რომელსაც 420 ცხენის ძალა და 600 ნმ მაბრუნი მომენტი აქვს, რომელიც, ფაქტობრივად, ქარხნული M3-ის მონაცემებს უტოლდება. ეს მაჩვენებელი მხოლოდ ECU-ს პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად მიიღეს და მწკრივული განლაგების 6-ცილინდრიან ძრავაში არანაირი მექანიკური ცვლილება არ განუხორციელებიათ.
თუ მეტი ცხენის ძალა გსურთ, თქვენთვის GP-470 ვერსია არსებობს, რომელიც კატალიზატორის მქონე გამონაბოლქვის ახალ სისტემას მოიცავს. თავისი 470 ცხენით და 650 ნიუტონ-მეტრით იგი M3 (F80)-ის დონეს უკვე აღემატება.

ტიუნინგ ატელიეს ფლაგმანური შემოთავაზება - GP-510, რომელიც, როგორც უკვე მიხვდით, - 510 ცხენის ძალას და 690 ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. საშუალო კომპლექტაციის მექნიკური ცვლილებების ჩამონათვალს უფრო დიდი ტურბო კომპრესორი და ძრავის კომპიუტერის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა დაემატა. G-Power-ის მოდელებს, BMW-სგან განსხვავებით, გაზრდილი მაქსიმალური სიჩქარე აქვს და სპიდომეტრის ისარი 330კმ/სთ-ს ოდნავ ცდება.

ტიუნინგ ატელიეს განცხადებით, G-Power-ის მე-3 სერიების საბაზო კომპლექტაცია 0-დან 100-მდე ზუსტად 4 წამში ჩქარდება, GP-470 – 3,8 წამში და ყველაზე ძვირიანი GP-510 ვერსია კიდევ 0,1 წამით უფრო ჩქარია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს